x
image
Yoona
Mediator image
თითოეული არომატი ადამიანის ხასიათს უნდა შეესაბამებოდეს – კონსულტანტის რჩევები
ადამიანის ხასიათის გამოცნობის ბევრი მეთოდი არსებობს და მათ შორის ყველაზე უჩვეულოა სუნამოს არომატი, რომელსაც ის უპირატესობას ანიჭებს. პარფიუმს ადამიანი ინტუიციურად ირჩევს და ამით აჩვენებს იმას, თუ როგორ სურს დაინახონ სხვებმა და თავად როგორ აღიქვამს საკუთარ თავს.

image

მეთოდი ზუსტი არაა, რადგან მხოლოდ არომატით პიროვნებაზე დასკვნების გამოტანა ყოველთვის სინამდვილეს არ შეესაბამება. ერთი დიდი გამოცდილების კონსულტანტის თქმით, ეს მეთოდი ხშირად ეფექტურია.

image


ციტრუსის და ახალი ყვავილების არომატი

ასეთი არომატი მოსწონთ ოპტიმისტ და უბრალოდ მხიარულ ხალხს. ისინი ურთიერთობისთვის გახსნილები არიან და სხვებთან საერთო ენის გამონახვა შეუძლიათ. მათ რისკზე წასვლა არ აშინებთ და გამარჯვების შეგრძნება მოსწონთ.


აღმოსავლეთის კლასიკური არომატები ყვავილის ნოტებით

image

მათ მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალური და შინაგანი ჰარმონიის მქონე პიროვნებები ირჩევენ. მათ საზოგადოება არ სჭირდებათ და მარტო ან ახლობლებთან ერთად ყოფნას უპირატესობას ანიჭებენ.


ნაზი ყვავილის არომატები

ამას ნაზი ბუნების გოგოები ირჩევენ. ისინი სხვების პრობლემებს ყურადღებით ეკიდებიან. ყოველთვის მზად არიან მხარი დაუჭირონ მათ, ვისაც დახმარება სჭირდება.


მუშკის სუნამოები

ასეთ სუნამოზე გიჟდება მხიარული ხალხი, რომლებიც დიდი ოვაციებით რეაგირებენ ყველაფერზე, რაც ირგვლივ ხდება. ისინი ცდილობენ, რომ ცხოვრებიდან ყველაფერი მიიღონ, მაგრამ ამასთან ძალიან მგრძნობიარეები არიან.


სურნელოვანი წყალი ყვავილების ან აღმოსავლეთის არომატით

image

იდეალურია მათთვის, ვისაც კონფლიქტი და აგრესია არ უყვარს. ასეთი ხალხი ნებისმიერ პრობლემას მშვიდად ხვდება, როგორც ნამდვილი დედოფლები.


ხის პარფიუმი მუშკის ნოტებით

ძირითადად, ასეთ სუნამოს თავდაჯერებული ხალხი ირჩევს. ისინი კომუნიკაბელურნი და ენერგიულები არიან. მათ ზუსტად იციან, თუ რა სურთ.


მსუბუქი პარფიუმის წყალი

image

ასეთ არომატს გაუცნობიერებლად ირჩევს ხალხი, ვინც კარიერაზეა დამოკიდებული. ისინი მზად არიან, ცხოვრების დიდი ნაწილი სამსახურში გაატარონ და დაკავებულობით სიამოვნება მიიღონ.


ყვავილების არომატი ალდეჰიდებით

ასეთი პარფიუმი ამბობს, რომ მის მფლობელს თავშეკავებული ხასიათი აქვს. ის ემოციებს აკონტროლებს და ხალხს ძალიან ახლოს არ უშვებს.

image

ზემოთ ჩამოთვლილის გარდა სუნამოს არჩევა ტემპერამენტის ტიპზეც არის დამოკიდებული. თუ ის მფლობელს უხდება, მაშინ ნამდვილი ჯადოქრობა მოხდება.


ფლეგმატიკი

image

ფლეგმატიკი ბუნებით მშვიდი და ცხოვრებაში ყველაფრისთვის მზადაა. ის მიზნისკენ ზუსტად მიიწევს. საზოგადოებაში თავის როლს ხაზს უსვამენ ხის, ყვავილების ნოტების, ახალი ციტრუსის და აღმოსავლეთის აქცენტებით (დარიჩინი, მიხაკი, პაჩული).


სანგვინიკი

image

იქ, სადაც სანგვინიკია, ყველგან პოზიტივი და ოპტიმიზმი სუფევს. ლავანდის, ლოტოსის, ბერგამოტის და სხვა რომანტიკული არომატები მათთვის იდეალურია. მათ ციტრუსის არომატიც მოუხდებათ, თუ მასში ხის ნოტებიც არის.


ქოლერიკი

image

აქტიური, ვნებიანი, ზოგჯერ ცოტა იმპულსური და უკონტროლო – ყველა ეს თვისება ქოლერიკს ახასიათებს. აღმოსავლეთის ნოტები, ხის, ყვავილებით მდიდარი არომატი მათ ხასიათს ხაზს უსვამს.


მელანქოლიკი

image

მელანქოლოკი ემოციური, მგრძნობიარე და მეოცნებე ადამიანები არიან. ამ ტიპის ტემპერამენტის მქონე ადამიანი თავდაჯერებულობის მოპოვებას შეძლებს, თუ ახალი ყვავილების არომატს აირჩევს. მათ უხდება სუნამო ვარდით, იით, შროშანით და ჟასმინით.


ასევე დაგაინტერესებთ:

გამარჯობა 90-იანებიდან: თმის ბზინები კვლავ მოდაშია

image

მანიკიურის 10 აქტუალური ტრენდი, რომელსაც მთელი მსოფლიოს მოდის მიმდევრები იკეთებენ

image

„დარიჩინი“ - თმის საღებავის ფერი, რომელიც ყველა ქალს უხდება

image

27 გარდასახვა, რომელიც ამტკიცებს, რომ გრძელი თმა მოდურად ყოფნაში ხელს გიშლით

image

ახალი ტრენდი მამაკაცების ვარცხნილობაში - მიმზიდველი ნაწნავი!

image

0
49
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
49