მამაკაცის მოდა ახალი ტრენდი მამაკაცების ვარცხნილობაში - მიმზიდველი ნაწნავი! 2019, 1 მაისი, 15:19 იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ მოდა მამაკაცსა და ქალს შორის საზღვრის გაქრობას ცდილობს. პოდიუმზე უკვე ვხვდებით მოდელ მამაკაცებს ქუსლებსა და კაბებში. არც თუ ისე იშვიათად შეიძლება იხილოთ მამაკაცი, რომელსაც ფრჩხილზე ლაქი აქვს წასმული.
ახლა თანდათანობით მოდური ხდება მამაკაცზე გრძელი ან მოკლე ნაწნავი. სოციალურ ქსელებში ჰეშტეგი #manbraid შეგიძლიათ დაწნული ვარცხნილობით მამაკაცების ბევრი სურათი ნახოთ.
მოდაშია როგორც ჩვეულებრივი ნაწნავი, რომელიც ზურგამდე ეშვება, ასევე ფრანგული ნაწნავი. ეს მოდა ცნობილებს უყურადღებოდ არ დარჩა. სწორედ ასეთი მორთულობით „ოქროს გლობუსზე“ ჯარედ ლეტო თავს იწონებდა. ზოგადად, ნაწნავები პოპულარულია სპორტსმენებს და შემოქმედებითი პროფესიის მქონე ადამიანებს შორის. ამ მოდის მიმდევრები ხაზს უსვამენ, რომ მამაკაცები ძველ დროში სწორედ ასეთ ვარცხნილობებს იკეთებდნენ. მაგალითად, ვიკინგები, რომელთა ცივმა გამოხედვამ შეიძლება ადგილზე გაგაქვაოთ. გარდა ამისა, ბევრი მომთაბარე, როგორიცაა სკვითები ნაწნავიანი ვარცხნილობა ჰქონდათ. მსგავსი ნაწნავები ინდიელებს ჩრდილოეთ ამერიკაშიც ჰქონდათ. რამდენ ხანს გასტანს ეს ტენდენცია, დრო გვიჩვენებს. თუმცა, ჯერჯერობით მამაკაცების უმეტესობა მსგავს ვარცხნილობას დაუშვებლად მიიჩნევს. ასევე დაგაინტერესებთ: 1. 70-იანი წლების მამაკაცების მოდა, რომელიც არ უნდა დაბრუნდეს (20+ ფოტო) 2. მოდის ბლოგერი გერმანიიდან გიჩვენებთ, როგორ უნდა გამოიყურებოდეთ ქალურად 30 წლის შემდეგ 3. გვერდი არ აუაროთ: ახალი მოდური ტრენდი - „ლაქი“ კბილებისთვის 4. დიზაინერების მოწოდებული 20 იდეალური ქვედაბოლო, რომელიც, სასურველია, ყველა ქალის გარდერობში იყოს 5. 20 დახვეწილი საქორწილო კაბა, რომლის გამოც გათხოვება ღირს უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი 387 შეფასება არ არის |