x
მეტი
  • 16.11.2024
  • სტატია:138290
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511990
12 ყველაზე საზიზღარი საჭმელი მსოფლიოდან, სუსტი ნერვების მქონეებს ნახვას არ გირჩევთ

image

1.ბეონდეგი- სამხრეთ კორეა

image

კერძი ჯერ მოხარშული და შემდეგ სუნელებში შემწვარი აბრეშუმის ჭიებისგან შედგება პოპულარული გარნირია. ამბობენ, რომ ხის გემო აქვს და საღეჭი რეზინასავით იღეჭება.

2. კუი- პერუ, ეკვადორი, კოლუმბია

image

ასე ეძახიან ზღვის გოჭის სახეობას. მათ სპეციალურად ფერმაში ზრდიან საკვებისთვის. გემოთი კურდღლის ხორცს წააგავს და როგორც წესი მთლიანად წვავენ ხოლმე, ამიტომ დიდად მადისაღმძვრელად არ გამოიყურება.

3. “მთვრალი კრევეტები''- ჩინეთი

image

კიდევ ერთი უჩვეულო კერძი ჩინეთიდან. საქმე იმაშია, რომ კრევეტებს ცოცხლად ჭამენ. მათ რამდენიმე საათი ამარინადებენ სპირტიან სასმელში, რის შედეგადაც კრევეტები თვრებიან.

4. ღამურას სუფი- ინდონეზია, პალაუ

image

ალბათ 2020 წლის ყველაზე განხილვადი კერძია, ის პოპულარული სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშია და ასევე სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ რეგიონში. პალაუში ღამურას თავის ბეწვიანად ხარშავენ, და რატომღაც არ ეზიზღებათ.

5. სანნაკჩი-სამხრეთ კორეა

image

ადგილობრივ მოსახლეობაში ეს კერძი საკმაოდ პოპულარულია, საქმე იმაშია, რომ რვაფეხას საცეცები, რომელსაც თეფშზე ჭრიან, ქაოტურად მოძრაობენ თეფშზე, მას ძირითადად სეზამის ზეთთან ერთად მიირთმევენ.

6. ჭიაყელები მოპანე- აფრიკა

image

აფრიკელებისთვის დიდი ზომის ჭიაყელები ცილების დიდი მარაგია. მათ ძირითადად ხეებიდან აგროვებენ, ხარშავენ და შემდეგ მზეზე აშრობენ. სამრტეთ აფრიკაში ფერმებიც აქვთ, სადაც სპეციალურად აშენებენ საკვებად ჭიაყელებს.

7. ჰაუკარლი- ისლანდია

image

ეს კერძი ჯერ კიდევ ვიკინგებმა მოიგონეს. იმ დროს პოლარული ზვიგენები ბევრნი იყვნენ, მაგრამ საკვებად ვერ იყენებდნენ მათში შარდოვანას დიდი შემცველობის გამო, ამიტომაც, როდესაც ზვიგენს იჭერდნენ, ასუფთავებდნენ და ქვებში დებდნენ გარკვეული დროით, სადაც ხორცი თავისუფლად ლპებოდა და შარდოვანასგან თავისუფლდებოდა. შემდეგ ისევ “ამზადებდნენ'' რამდენიმე თვის განმავლობაში სუფთა ჰაერზე დაკიდებით. ახლა წარმოიდგინეთ როგორ ყარდა უკვე დამპალი ხორცი.

8. ორცხობილა ბზიკებით-იაპონია

image

ორცხობილები ველური ბზიკებით იაპონიაში პოპულარული XXI საუკუნეში გახდა, ცომს ბრინჯის ფქვილისგან ამზადებენ და მოხარშულ და გამომშრალ ბზიკებს უმატებენ.

9. უიტლაკოჩე- მექსიკა

image

მექსიკაში უიტლაკოჩეს სიმინდის ტაროს ეძახიან, რომელიც მავნე სოკითია მოწამლული. სიმინდი კარგად ნამდვილად არ გამოიყურება, მაგრამ მექსიკაში ხალხი მას ძალიან აფასებს და დელიკატესად თვლიან.

10.შემწვარი ობობები- კამბოჯა

image

წარმოიდგინეთ, საკვების როგორი უკმარისობა იყო კამბოჯაში ობობების შეწვა რომ გადაწყვიტეს.

11. თინუსის თვალები-იაპონია

image


თვალებს ძირი|თადად თუშავენ, ან წვავენ. ჩაკბეჩის შემდეგ სითხე გადმოედინება, რომელიც გემოთი კალმარს წააგავს.

12. შიოკარა-იაპონია

image

კიდევ ერთი კულინარიული შედევრი იაპონელებისგან. კალმარს თითქმის 1 თვით ამარინადებენ, თავისი შიგნეულობიანად, და რაღა თქმა უნდა ყარს.

0
394
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
394
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0