სხვა 10 ყველაზე აბსურდული კანონი სექსზე 2020, 20 ივლისი, 11:08 სექსთან დაკავშირებული ყველაზე აბსურდული კანონების უმრავლესობა რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს, რაც სავარაუდოდ, იმით არის განპირობებული, რომ ამერიკა პურიტანულ ქვეყნად ითვლება და ქრისტიანობას ამერიკელთა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე საკმაოდ დიდი გავლენა აქვს, თუმცა სექსთან დაკავშირებული აბსურდული კანონები სხვა ქვეყნებშიც საკმაოდ ხშირად გვხვდება, რომლებიც თავიანთი არასერიზულობით ყველას გვაოცებს, მაგრამ ამჯერად, ამერიკის ყველაზე აბსურდული კანონების ათეულს წარმოგიდგენთ, რომლებიც გაგიკვირდებათ და, სქესთა შორის ინტიმურ ურთიერთობებს არეგულირებს.იუტას შტატში მამაკაცის რეანიმაციაში გადაყვანის დროს, მასთან სექსი იკრძალება.ერთადერთი პოზა, რომელიც ვაშინგტონის შტატში ოფიციალურად ნებადართულია არც მეტი, არც ნაკლები - მისიონერულია.ვაშინგტონის შტატში, ქალწულთან სექსი კანონით იკრძალება.ორეგონის შტატში ცოლთან სექსის დროს აი, გინებას კი ნამდვილად ვერ შეძლებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებით.არც იოცნებოთ, ამერიკის უაიომინგის შტატის მაღაზიის შესასვლელში სექსით ვერასდროს დაკავდებით.მინესოტას საკმაოდ სამართლიანი კანონის თანახმად, ქმარს საკუთარ მეუღლესთან სექსი იმ შემთხვევაში ეკრძალება, თუკი მას შემაწუხებელი, უსიამოვნო სუნი აქვს.თუ ოდესმე მონტანას შტატში მოხვდებით, იცოდეთ, რომ მზის ჩასვლის შემდეგ, სახლის წინ, სექსით ვერ დაკავდებით, იქ მსგავსი ქმედება კანონით ისჯება.თუ ნებრასკაში ჩასვლას გეგმავთ, გახსოვდეთ, რომ ამ შტატის სასტუმროებში, სექსით დაკავება მხოლოდ სუფთა, ღამის პერანგით არის ნებადართული. ამასთან, ნებრასკას მთავარი საიდუმლო - მისი შობადობის მაჩვენებელია, პრაქტიკულად ის ნულოვანი უნდა იყოს, ვინაიდან აღნიშნულ შტატში სექსი პრეზერვატივის გარეშე უბრალოდ იკრძალება.პენსილვანიის შტატში სატვირთო მანქანის მძღოლთან, მის მანქანაში სექსით დაკავება კანონით ისჯება.ფლორიდაში, სექსის დროს პარტნიორს, ქალის მკერდის კოცნა ეკრძალება.546 შეფასება არ არის |