x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
რომელი პროდუქტების ყიდვა არ ღირს

image

სუპერმარკეტში მსვლელობისას ნაკლებად დავფიქრებულვართ იმაზე, რომ ერთი შეხედვით უწყინარ პროდუქტში შეიძლება საფრთხე იმალებოდეს.

1. ასაწონი მარცვლეული და მაკარონი


image


ზოგადად, ასაწონი პროდუქტები ნატურალურობასთან და სარგებლიანობასთან უფრო ასოცირდება, ვიდრე პაკეტებში შეფუთული. თუმცა მაკარონს და მარცვლეულს ეს არ ეხება. მაღაზიაში პლასტიკის სათავსოებში, სადაც აღნიშნული პროდუქტია მოთავსებული, ხშირად ჩნდება მწერების ჭუპრები. აგრეთვე, ნაკლებად სავარაუდოა., რომ სათავსოზე პროდუქტის დამზადების ვადა ნახოთ. უმჯობესია წიწიბურა, ბრინჯი, მაკარონი, ვერმიშელი და ა.შ. შეიძინოთ შეფუთულ პაკეტებში

2. შეფუთული მწვანილი


image


ეს პუნქტი შეიძლება აბსურდული მოგეჩვენოთ, მაგრამ შეფუთული მწვანე სალათის ფოთლები ნაკლებად სასარგებლოა, ვიდრე ჩვეულებრივი. პოლიეთილენის ფოთლებზე ჩნდება ნაწლავური ბაქტერიების კოლონიები, მათ შორის სალმონელა. სალათი, რომელიც დახლებზე იყიდება, შედარებით უსაფრთხოა.

3. დაფქული სუნელები


image

დაფქვის დროს სუნელებში უმატებენ კონსერვანტებს და საკვებ დანამატებს. ზოგიერთ სუნელს კი საერთოდაც ცვლიან შედარებით იაფფასიანი ანალოგებით, მაგრამ ყიდიან მაღალ ფასებში. ეს ეხება პირველ რიგში დარიჩინს (მის მაგივრად ყიდიან კასიას) და ზაფრანას. შეძლებისდაგვარად სუნელები და წიწაკა შეიძინეთ დაუფქველი.

4. გახელილი ყველი


image

გახეხილი ყველის შეფუთვაში ხშირად ძველი და არა იმ მარკის ყველი ხვდება, რაც იარლიყზეა მითითებული. ყველის ხარისხი და მარკა ადვილად ინიღბება, თუ მას გავხეხავთ. და რაც ყველაზე არასასიამოვნოა, ზოგჯერ პროდუქტს ცელულოზას და სხვადასხვა დანამატებით ავსებენ.

5. მზა სალათები

image


შეუძლებელია იმის შემოწმება, თუ რა არის დამატებული სალათში. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ძველი მაიონეზი. თუ არ გინდათ მოიწამლოთ, გამზადებულ სალათს ნუ შეიძენთ.

6. ქათამი გრილზე


image

არომატული და მადის აღმძვრელი ქათამი შეიძლება ძველი აღმოჩნდეს, რომელსაც "რეანიმაცია" აქვს გაკეთებული მარინადში ჩალბობით.

7. ყავა სამი ერთში


image


ამ პატარა პაკეტებს ზიანი უფრო მეტი მოაქვს, ვიდრე სარგებლობა. ნატურალური და ხსნადი ყავა მათში საერთოდ არ არის, სამაგიეროდ მრავლადაა პალმის ცხიმი, სტაბილიზატორები, ემულგატორები და საღებავები. ეს "ნაერთი" ჯობია შეცვალოთ ჩვეულებრივი რძიანი ყავით.

0
316
3-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
316
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0