კულტურა ადამიანი-მაღვიძარა, ბიჭუნა-ჩირაღდანი და სხვა უჩვეულო პროფესიები ჩვენი შორეული წარსულიდან 2020, 18 ივლისი, 21:20 დღეს ჩვენი შორეული წარსულის პროფესიები უცნაურად გვეჩვენება, ვინ იცის, იქნებ საუკუნეების შემდეგ, ჩვენი შთამომავლებიც ასე ფიქრობდნენ ჩვენს დღევანდელ პროფესიებზე?
1. ადამიანი-მაღვიძარა ინგლისის მუშათა ქალაქებში, სადაც ფაბრიკები და შახტები იყო, კომპანიის ხელმძღვანელობას სურდა, რომ მუშები დილით ადრიანად, 6 საათზე მისულიყვნენ სამუშაო ადგილებზე, ან უფრო ადრეც. ამისათვის ისინი სპეციალურად იყვანდნენ სამუშაოზე ადამიანს, რომელსაც დილით მუშების საცხოვრებელი სახლების ფანჯრებზე დიდი ჯოხით კაკუნი ევალებოდათ, მათ მაღვიძარასაც ეძახდნენ. 2. ფეხსაცმლის დამტარებელი ძველ ეგვიპტესა და იაპონიაში იყო ასეთი პროფესიაც, მსახურს ევალებოდა მაღალჩინოსნის ფეხსაცმლის ტარება, ასევე უფროსისთვის ფეხების დაბანაც, თუკი საჭირო გახდებოდა. ეს პროფესია დღეს შესაძლოა დამამცირებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ იმ დროისთვის ეს საკმაოდ პრესტიჟული პროფესია იყო, მის შემდეგ მსახურს შეეძლო სტატუსი აემაღლებინა. 3. საცემი ბიჭი ასეთი პროფესია ინგლისში, XV და XVI საუკუნეებში არსებობდა. რა უნდა ექნათ, როდესაც მაღალჩინოსნების, ან სამეფო კარის მემკვიდრის შვილი ცელქობდა? მას ხომ ვერ დასჯიდნენ, იმ დოისთვის კი ყველაზე პოპულარული დასჯა გამათრახება იყო. სწორედ ამიტომ არსებობდა ეს პროფესიაც. “პატარა უფლისწულის'' ნაცვლად ამათრახებდნენ სრულიად უდანაშაულო ბავშვს. 4. ნიჩბოსანი ქალები ბუნებამ წინაღომად მრავალი რამ შექმნა, ქვები, უღრანი ტყე, მდინარე, მთები... პირველი მსოფლიო ომის დროს, შვედები წყლის ტაქსით სარგებლობდნენ, ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ ნიჩბოსნობა ქალების პროფესიად ითვლებოდა. 5. ბიჭუნა-ჩირაღდანი ეს იყვნენ ბავშვები, რომლებსაც ევალებოდათ სიბნელეში ჩირაღდნებით ან სანთლებით გზა გაეკვლიათ დამქირავებლებისთვის და გზა ესწავლებინატ. მაგრამ ყოფილა შემმთხვევებიც, როდესაც პატარა ბიჭუნებს ყაჩაღები აძლევდნენ ფულს იმისათვის, რომ დამსაქმებლები პირდაპირ მათთან მიეყვანათ. 54 შეფასება არ არის
|