კინო მსახიობების 7 ყველაზე შთამბეჭდავი გარდასახვა როლიებისთვის 2020, 17 ივლისი, 11:18 1. მემანქანე -El Maquinista ფილმის მთავარ გმირს 1 წელია რაც უძილობა აწუხებს, ის საშინლად გამოფიტულია და რეალობას და ილუზიას ვეღარ არჩევს. კრისტიან ბეილის ხშირად მსახიობ-ტრანსფორმერსაც ეძახიან, რადგანაც ის ფილმის გადაღებების პროცესში პრაქტიკულად არ ცნობს სილიკონს, ან გრიმს, რომელიც გარდასახვაში დაეხმარება, კარგი როლისთვის ის რადიკალურ ზომებზეა წამსვლელი. კონკრეტულად ამ ფილმისთვის მსახიობმა 30 კილოთი დაიკლო და თავის ჯანმრთელობას საფრთხეც კი შეუქმნა.
2. მონსტრი -Monster ფილმი ქალზეა, რომელის ამერიკის ისტორიაში მეორე სერიული ქალი მკვლელი ხდება. ბიოგრაფიული, კრიმინალური ჟანრის ფილმი ნამდვილ სერიულ მკვლელზე, ეილინ უორნოსზე მოგვითხრობს. ლამაზმანი შარლიზ ტერონი როლს შესანიშნავად მოერგო, მან მოიმატა 10 კილო, შეისწავლა ეილინის დღიურებიდან მისი ბიოგრაფია, “მოიხდინა'' გრიმი და შესრულებული როლისთვის ოსკარიტაც დაჯილდოვდა.
3. სუსპირია- Suspiria ფილმში ტილდა სუინტონმა 3 როლი მოირგო, პირველი- ბალეტის ხელმძღვანელის, მეორე- საშიში ჯადოქრის, ხოლო მესამე როლს რეჟისორები საიდუმლოდ ინახავდნენ ფილმის გამოსვლამდე. ფსიქიატრის როლი უცნობ მსახიობს მიაწერეს, ფილმის გამოსვლის შემდეგ კი გამოაცხადეს რომ მამაკაცის როლშიც სუინტონი იყო.
4. ოქრო- Gold მეთიუ მაკკონაჰი ფილმში გადაღებების დროს 100 კილოზე მეტს იწონიდა. მსახიობის თქმიტ, წონაში მომატება მისთვის ადვილი იყო, აი ფორმების დაბრუნება კი ძალიან ძნელი.
5. ჯ. ედგარი-J. Edgar ფილმში დროში ნახტომებია, ლეონარდო დი კაპრიო თამაშობდა როგორც ახალგაზრდა აგენტის როლს, ისე ხანშიშესულის როლსაც.
6. თავი 27-Chapter 27 ფილმში ჯარედ ლეტო ჯონ ლენონის მკვლელის როლს თამაშობს, მუსიკოსმა და მსახიობმა როლისთვის 30 კილოგრამი მოიმატა. იმის გამო, რომ ლეტო ვეგეტერიანელია, წონაში მომატებისთვის სოიოს ნაყინს ჭამდა ზეითუნის ზეთით და ნივთიერებათა ცვლის შენელებისთვის დროებით ალკოჰოლსაც დაუბრუნდა.
7. უფლებამოსილება- Vice ფილმში ტრანსფორმაციამ მსახიობს ჯანმრთელობა ძალიან გაუუარესა, მსახიობმა აღიარა, რომ ორგანიზმის ასე წვალება აღარ შეუძლია, და პირობა დადო, რომ როლისვის რადიკალურად აღარ შეიცვლება.
364 შეფასება არ არის
|