ფოტოგრაფია ქრისტინა ოტერო და მისი "ტუტი ფრუტი" 2012, 15 აგვისტო, 19:20 ქრისტინა ოტერო 16 წლის ესპანელი ფოტოგრაფია. სხვადასხვა ხილის გამოყენებით მან გააკეთა ფოტოსერია სახელწოდებით "Tutti frutti". მან წარმოადგინა ქალური სილამაზე, რომელიც ამა თუ იმ ხილს ბუნებრივად დაუკავშირა. საბოლოო ჯამში, ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი ფოტოსერია გამოუვიდა და ამაში თქვენც დარწმუნდებით. დამთვალიერებელს მისი ფოტოები ნამდვილად უქმნის ღიმილიან განწყობას!
აღსანიშვანია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული ფოტოები ქრისტინას ავტოპორტრეტებს წარმოადგენს; ის თავად იღებდა გადაღებებში მონაწილეობას და საერთოდაც, მისი ფოტოების უმრავლესობაში ის თავადაა გამოსახული. ქრისტინა ოტერომ ერთ-ერთ თავის ინტერვიუში აღნიშნა, რომ მას ძალიან უყვარს ადამიანის სახის გადაღება: "ეს ჰგავს ემოციებისა და იდეების ლექსიკონს, რაც კი რამ გჭირდება პიროვნების შესახებ, არის სწორედ აქ, წერია მის სახეზე, ამდენად ადვილია, გაშიფრო ის." 57 3-ს მოსწონს
|