ფოტოგრაფია ლორი ნიქსის გამოფენა "The city" 2012, 23 აგვისტო, 13:51 ლორი ნიქსი დაიბადა და ბავშვობა გაატარა დასავლეთ კანზასში. ამჟამად, ის ნიუ-იორკში მცხოვრები ფოტოგრაფია. მისი შემოქმედების გაცნობისას პირველი რა აზრიც მოუვა დამთვალიერებელს, არის ის, რომ ამ ადამიანს რეალობის საოცრად თვისებური ხედვა აქვს! მის ერთ-ერთ ფოტო-სერიას ჰქვია "The city", რომელიც ადამიანის გარეშე დარჩენილ განადგურებულ გარემოს ასახავს.
ფოტოგრაფი ამბობს: "...მე წარმოვადგინე მომავლის ქალაქი, სადაც ბუნებრივმა თუ საკაცობრიო ნამოქმედარმა დააცარიელა ის თავისი ბინადრებისგან _ადამიანებისგან. ხელოვნების მუზეუმები, ბროდვეის თეატრები, სამრეცხაოები და ბარები უკვე აღარ ფუნქციონირებენ. კედლები გაფუჭებულია, ჭერი _ ჩამონგრეული, ნაგებობა ძლივს დგას ფეხზე, დედა-ბუნება კი ნელ-ნელა ბოლოს უღებს მას და მის ადგილს იკავებს. ეს სივრცეები საკმაოდ სავსეა ფლორით, ფაუნითა და ნაგვით, რაც აღგვიდგენს თვალწინ იმას, თუ რა იყო მანამდე, სანამ ადამიანი შემოიჭრებოდა... მე ვშიშობ იმაზე, რას მოგვიტანს მომავალი, თუ ჩვენ არ შევცვლით ჩვენს გზას კლიმატურ პირობებთან მიმართებით. მაგრამ ამავე დროს, მე ვარ ჩაფიქრებული, რადგან გაურკვეველია ის, თუ რა შეიძლება მოუტანოს სამყაროს ამ ცვლილებებმა." ახლა კი წარმოგიდგენთ ლორი ნიქსის ნამუშევრებს აღნიშნული ფოტო-სერიიდან: Natural History. 2005 Museum of Art. 2005 Majestic. 2006 Great Hall. 2006 Vacuum Showroom. 2006 Aquarium. 2007 Library. 2007 Fountain. 2008 Laundromat. 2008 Laundromat at Night. 2008 Botanic Garden. 2008 Bar. 2009 Church. 2009 Clock Tower. 2010 Map Room. 2010 Beauty Shop. 2010 Control Room. 2010 Mall. 2010 Violin Repair Shop. 2011 Circulation Desk. 2012 18 2-ს მოსწონს
|