სხვა მასაჟის 10 ყველაზე უჩვეულო ნაირსახეობა. ზოგიერთი მათგანი ნამდვილად გაგაკვირვებთ 2020, 13 ივლისი, 12:29 მასაჟი ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლოა, ის შეიძლება იყოს წერტილოვანი, მიმართული მხოლოდ სხეულის გარკვეულ მონაკვეთზე და კომპლექსური, რომელიც მთლიან სხეულს მოიცავს. ის აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას, ამაგრებს სახის კუნთებს, კანს ხსნის უფრო ელასტიურს. მასაჟი განსაკუთრებით გავრცელებულია სამხრეთ -აღმოსავლეთ აზიაში, სადაც სილამაზის შესანარჩუნებლად მასაჟის მრავალი და უცნაური სახეობები არსებობს.
1. მასაჟი გველებით
მასაჟის ძირითად ინსტრუმენტად პითონები გამოიყენებიან, რელაქსაციის ეს სახეობა ფილიპინების ერთ-ერთ ზოოპარკშია ცნობილი. საერთო წონით 250 კილოიანი პითონები ხარისხიანად “მოემსახურებიან'' მამაც ტურისტს. პროცედურამდე გველებს 40 მდე ქათამს აჭმევენ, რაც მათ 10-15 წუთი ეხმარება შიმშილის გრძნობის დაქვეითებაში. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ სხეულზე პითონების სრიალს სამკურნალო და დამამშვიდებელი ეფექტი აქვს.
2. მასაჟი კაკტუსებით კაკტუსს ალბათ ყველა ტკივილთან აკავშირებს, მაგრამ მექსიკაში ქალაქ პუნტას სასტუმროში განთქმული კაკტუსებით მასაჟსაც აკეთებენ 250 დოლარად, მართალია ეკლების გარეშე. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ კაკტუსის საშუალები?თ კანი უფრო ელასტიური და ტენიანი ხდება, მასთან ერთად იყენებენ კაკტუსისა და ტეკილას ნარევსაც.
3. მასაჟი ღიტინით
ესპანეთის დედაქალაქის ერთ-ერთ სალონში სტრესს ღიტინის საშუალებით იცხრობენ. ამისთვის ხმარობენ სპეციალურ ბუმბულს, რომელსაც კლიენტის ზურგზე ატარებენ.
4. მასაჟი ხორცის საჭრელი დანებით ჩინეთში ჯერ კიდევ 2000 წლის წინ იყო პოპულარული მასაჟი ცივი იარაღით. დღეს მას ტაივანშიც ატარებენ. სპეციალისტების თქმით, მსგავსი ტიპის მასაჟი კლიენტს ათავისუფლებს დაგროვებული ნეგატიური ენერგიისგან და ორგანიზმიდან მავნე ტოქსინები გამოჰყავს.
5. მასაჟი სპილოთი ეს ხუმრობა სულაც არაა, ტაილანდში არსებობს მასაჟის ასეთი სახეობა. 3000 კილოგრამიანი სპილო ცალი კიდურით “უბაკუნებს'' კლიენტს ზურგზე.
6. მასაჟი ნავში ალბათ, ყველაზე სასიამოვნო პროცედურაა ჩამოთვლილთაგან. მასაჟი ნავზე, ვენეციაში.
7. მასაჟი ლოკოკინებით ცნობილია, რომ ლოკოკინას ლოწრო დაზიანებულ კანს აღადგენს. მასაჟისთვის სულ 3 ლოკოკინას იყენებენ, რომელსაც კლიენტს სახეზე ადებენ და 10 წუთის განმავლობაში თავიანთ ნებაზე უშვებენ.
8. მასაჟი სილის გაწნით უცნაურია, მაგრამ მსოფლიოში სულ 10 მდე აკრედიტირებული სპეციალისტია ამ ტაივანური მასაჟის ნაირსახეობის განხრით. პროცედურა შველის ნაოჭებს და სახეს აახალგაზრდავებს.
9. მასაჟი კვერცხით ბავშვებისთვის ძველი ჩინური ტრადიციის თანახმად ეს მასაჟი ბავშვისთვის საჭიროა. ჩინური მთვარის თვის მეორე დღეს ბავშვებს პარსავენ და კვერცხს თავის გარშემო ატარებენ. ხალხი თვლის, რომ ამ სახით ბავშვი წარმატებას იზიდავს.
10. მასაჟი ცეცხლით კიდევ ერთი პოპულარული ჩინური პრაქტიკა. ჩინელებს სჯერათ, რომ ცეცხლი ვირუსებისთვის და სხვა დაავადებებისთვის სამკურნალოა. ამ სახის მასაჟს ძირითადად ზამთარში იკეთებენ ხოლმე. კლიენტს ადებენ ზურგზე სქელ ნაჭერს, ასხამენ აალებად სითხეს და უკიდებენ ცეცხლს, შემდეგ კი ნაჭრის მეორე ფენას ადებენ.
178 1-ს მოსწონს
|