x
image
თამილა გურაშვილი
ფრონტერას ყოფილმა თანამშრომელმა გაჭირვების გამო თავი მოიკლა-აღიძვრება თუ არა საქმე თვითმკვლებომადე მიყვანის მუხლით?
image
ნავთობკომპანია ფრონტერაში მომუშავე, 53 წლის ავთო ონანაშვილმა, თავი მოიკლა. როგორც ახლობელ-მეგობრები აღნინავენ, მას ეკონომიკურად ძალიან უჭირდა და ოჯახიც ამ ნიადაგზე დაერღვა. ის და 100 მდე ფრონტერას თანამშრომელი შარშან გაათავისუფეს და მათ დღემდე ასაღები აქვთ 14 თვემდე ხელფასი.



"ნავთობ კორპორაცია “ფრონტერაში”მომუშავე 53 წლის ავთო ონანაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თავისი შრომით გამომუშავებული აუღებელი თოთხმეტი თვის ხელფასი, სოციალურად გაუსაძლისი მდგომარეობა, ამის გამო დანგრეული ოჯახი(როგორც მითხრეს), სახელმწიფოსგან მართალი მოქალაქის დაცვის ამბიციის უქონლობა, ”განდილა”პოლიტიკოსებისგან “ფრონტერას”ლობისტი ამერიკელი კონგრესმენების თუქსუსიზმი, სრული უიმედობა გახდა განმსაზღვრელი, რომ ახალგაზრდა კაცმა სიცოცხლე ასე ტრაგიკულად დაასრულა, უფრო მეტს რას ითვალისწინებს ს.ს.კ.-ში თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი???



აააა, საქმე არ აღძრათ ემანდ რომელიმე სენატორმა “შეშფოთება “არ გამოთქვას და აქაურმა მათმა თუქსუსებმა დასავლური ბიზნესის შევიწროვებაში არ დაგადანაშაულოთ, ნუთუ, ვერავინ ხვდება, რომ სწორედ ისეთი მდაბიო განცხადებები, რაც ფრონტერასთან მიმართებით გაკეთდა იწვევს ანტი დასავლურ განწყობებს და გვიკლავს მოქალაქეებს?????!!!!!" - წერს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების" თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი

შეგახსენებთ, რომ ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ ყოფილი 84 თანამშრომელი 2019 წლიდან დედოფლისწყაროში მდებარე ნავთობბაზასთან საპროტესტო აქციას მართავდნენ.
აქციის მონაწილეები დედოფლისწყაროს მერსაც შეხვდნენ. ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, „ფრონტერას“ წინააღმდეგ სახელმწიფოს დავა საერთაშორისო არბიტრაჟში აქვს დაწყებული და იმედოვნებს, რომ პროცესი დასაქმებულების სასარგებლოდ დასრულდება.



ფრონტერას“ წინააღმდეგ სახელმწიფოს დავა საერთაშორისო არბიტრაჟში აქვს დაწყებული. კომპანია „ფრონტერას“ 11-თვიანი დავალიანება 84 თანამშრომლის მიმართ ჯამში მილიონამდე ლარი აქვს. კუთვნილი დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით ყოფილმა თანამშრომლებმა კომპანიის წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს გასული წლის დეკემბერში მიმართეს.



მეორე მხრივ, რესპუბლიკელი კონგრესმენი მარკუეინ მალინი გიორგი გახარიასადმი გაგზავნილ წერილში „საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევითა და ეკონომიკის გაუარესებით“ შეშფოთებულია. მისი შეფასებით, ამერიკული და ევროპული ბიზნესინტერესები საქართველოში შევიწროებისა და თავდასხმის საგანს წარმოადგენდა - მაგალითად ნავთობისა და გაზის კომპანია Frontera Resources ტეხასიდან.


აღშფოთებული ფრონტერას თანამშრომლები აწ გარდაცვლილი თანამშრომლის თვითმკვლელობამდე მიმყვანთა, ფრონტერასა და მათი ლობისტების ბრალეულობის დადგენას და სისხლის სამართლის საქმის აღვძრას მოითხოვენ.




1
375
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
375
  
2020, 23 სექტემბერი, 11:21
და სად იყო ამ დროს სახელმწიფო?რატომ ვერ ან არ უზრუნველყო შრომის უფლებები?ამდენი მუქთახორა ჩინოვნიკები რომ უსხედან! ასევ რომ ნუ გადააბრალებთ სხვებს.
0 1 1