x
image
intermedia.ge
Mediator image
ექსპერტიზის შედეგი ცნობილია - გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით

image


სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს:


"მა­ღა­ლი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ღე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე.


ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზია ას­ფიქ­სია წყალ­ში დახ­რჩო­ბით. ამავდრო­უ­ლად, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­დარ­ზე აღი­ნიშ­ნე­ბა სიკ­ვდი­ლის წინა ახლო პე­რი­ოდ­ში მკვრი­ვი-ბლაგ­ვი საგ­ნის მოქ­მე­დე­ბით მი­ყე­ნე­ბუ­ლი, სი­ცო­ცხლის­დრო­ინ­დე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი შუბ­ლის/თა­ვის, ორი­ვე თვალ­ბუ­დის, ზედა და ქვე­და ტუ­ჩის მი­და­მო­ებ­ში, მარ­ჯვე­ნა იდაყ­ვის სახ­სრი­სა და მარ­ჯვე­ნა წი­ნამ­ხრის მი­და­მო­ებ­ში, აგ­რეთ­ვე მუც­ლის, სა­ზარ­დუ­ლის, ბოქ­ვე­ნის, წე­ლი­სა და ორი­ვე დუნ­დუ­ლოს მი­და­მო­ებ­ში. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის მი­ხედ­ვით, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, იზო­ლი­რე­ბუ­ლად აღე­ბუ­ლი, ატა­რე­ბენ სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა­თა მსუ­ბუ­ქი ხა­რის­ხის ნიშ­ნებს.სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნი­სა და საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და­ზუს­ტე­ბის შე­სა­ხებ. კერ­ძოდ, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის უკვე არ­სე­ბულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას და­ე­მა­ტა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით და გა­მო­ძი­ე­ბა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ნა­წილ­ში წა­რი­მარ­თე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით. საქ­მე­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გრძელ­დე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რი გა­მო­ძი­ე­ბა. მი­ღე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მაქ­სი­მა­ლუ­რად სწრა­ფად და ეფექ­ტი­ა­ნად ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლია მთე­ლი რიგი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი, მათ შო­რის, შე­სა­ბა­მი­სი სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვით და­სად­გე­ნია დას­კვნა­ში აღ­ნიშ­ნულ და­ზი­ა­ნე­ბა­თა წარ­მო­შო­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბე­ბი. ამავდრო­უ­ლად, მი­სა­ღე­ბია ბი­ო­ლო­გი­უ­რი, ქი­მი­უ­რი, ტრა­სო­ლო­გი­უ­რი, სა­ინ­ფორ­მა­ციო-ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი და სხვა პირ­თა სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი. უწყვეტ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს მოწ­მე­თა გა­მო­კი­თხვე­ბი და უკვე მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ანა­ლი­ზი.მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რის შე­სა­ხე­ბაც გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას პე­რი­ო­დუ­ლად მი­ე­წო­დე­ბა დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია... განაგრძეთ კითხვა <<<



1
30
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
30
  
2020, 10 ივლისი, 20:29
გამოძიებამ დაუშვა ყველა შეცდომა, რომლის დაშვებაც კი შეიძლებოდა. აწი საქმის სრულფასოვანი გამოძიება გაიწელება და აღმოვჩნდებით რეალობის წინ-არავინაა დამნაშავე. :(
0 1 1