x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მსახიობი გოვენ ჭეიშვილი გარდაიცვალა
image


საქართველოს დამსახურებული არტისტი, კინოსა და თეატრის მსახიობი გოვენ ჭეიშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 80 წლის ასაკში, გარდაიცვალა.





დაიბადა ქუთაისში 1940 წლის 6 მაისს, 1970 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დრამის ფაკულტეტის მუსიკალური განყოფილება . სწავლობდა პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, მუსიკალურ სასწავლებელში.


1967-1976 წწ. გამოდიოდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე. წარმატებით მოღვაწეობდა ესტრადაზე. 1964-1994 წწ. იყო ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრის მსახიობი.


image




შექმნა კინოსახეები, რომელიც სამუდამოდ დაამახსოვრდა ქართველ მაყურებელს, მათ შორის:"ხუტა უფროსი“-( რეკორდი 1972წ, )კოჩია("კუჩხი ბედინერი"-1976), აგრეთვე ითამაშა გადაღებულია ფილმებში "ნეილონის ნაძვის ხე" (რ. ესაძე, 1985), "ლალე" (რ. ლორთქიფანიძე, 1985), "დამშვიდობება" (ზ. თუთბერიძე, 1987), "კირილეს ოდისეა" (დ. ბათიაშვილი, 1985), "ლომა" (ბ. რაჭველიშვილი, 1987), "ჩემი ბოშები" (ლ. გორდელაძე, 1987), "წითელი პატეფონი" (დ. აბაშიძე, 1995), "სამოთხის გვრიტები" (გ. ჩოხელი", 1997, ეფრემა), "მიჯაჭვული რაინდები" (გ. ჩოხელი, 1999, ტოტია), "ჩემი ბედნირი ოჯახი" (ნ. ექვთიმიშვილი, ს, გროსი, 2016) და სხვ. 1996 წლიდან მუშაობს ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში.


გოვენ ჭეიშვილს 9 ივლისს, ქუთაისში საფიჩხიის ეკლესიიდან გამოასვენებენ და საფიჩხიის სასაფლაოზე დაკრძალავენ.



0
121
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0