x
image
intermedia.ge
Mediator image
„ბიბლუსში“ საზაფხულო 50%-იანი ფასდაკლება 3000-მდე დასახელების წიგნზე ვრცელდება
image


„ბიბლუსმა“ წიგნის მოყვარულებს საზაფხულო საჩუქარი გაუკეთა და 3000-მდე დასახელების წიგნის 50%-მდე ფასდაკლებით შეძენის საშუალება მისცა.
შეთავაზება უკვე ძალაშია და წიგნის მაღაზიათა ქსელის 63-ვე ფილიალში მოქმედებს. ასევე, შესაძლებელია წიგნების Biblusi.ge-დან გამოწერა და კურიერები სახლიდან გაუსვლელად, ადგილზე მოგიტანენ მთელი საქართველოს მასშტაბით.


როგორც „ბიბლუსში“ აღნიშნავენ ზაფხულის პერიოდში კითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის, რათა სასწავლო წლის განმავლობაში შეძენილი ცოდნა და უნარები შეინარჩუნონ და გაიუმჯობესონ კიდეც. სწორედ ამიტომ, კომპანიამ გადაწყვიტა, 50%-მდე ფასდაკლება როგორც მხატვრულ, ისე საბავშვო, თანამედროვე, კლასიკურ, შემეცნებით თუ კულინარიულ ლიტერატურაზე გავრცელდეს.


აღსანიშნავია, რომ ფასდაკლებული ლიტერატურა წარმოდგენილია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. ზაფხულის განმავლობაში კითხვა საშუალებას გვაძლევს, გავზარდოთ სიტყვის მარაგი, მეტი თავისუფალი დროის მეშვეობით გავეცნოთ უახლეს ლიტერატურას ან იმ კლასიკად აღიარებულ ნაწარმოებებს, რომელიც საკითხავი წიგნების სიაში დიდი ხანია, შევიყვანეთ. წიგნის მაღაზიაში წარმოდგენილი ფასდაკლებები გვაძლევს საშუალებას, გავიცნოთ და აღმოვაჩინოთ ავტორები, რომელზეც ჩვენ გარშემო ბევრს არ საუბრობენ, თუმცა რეალურად, დასაფასებლები და საინტერესოები არიან. „ბიბლუსში“ წარმოდგენილია არამარტო წიგნების ფართო ასორტიმენტი, არამედ საზაფხულო აქსესუარებიც, რომელიც კითხვის პროცესს კიდევ უფრო კომფორტულს გახდის. ესენია სათვალეები, გასაბერი აუზები, საზაფხულო ჩანთები (რომელშიც წიგნი აუცილებლად ჩაგეტევათ), ყურსასმენები, წიგნის დეკორაციები და სხვა მრავალი დასახელების აქსესუარი, რომლითაც სასიამოვნო გარემოს შეიქმნით.



საზაფხულო ფასდაკლებები მთელი სეზონის განმავლობაში გაგრძელდება, შესაბამისად, შეგიძლიათ, პირადი ბიბლიოთეკა ხელმისაწვდომ ფასად შეიქმნათ.

0
3
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0