x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
სოფელ მაჩხაანში ავტოავარიას 15 წლის ბიჭი ემსხვერპლა
image
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სიღნაღის მუნიციპალიტეტში. არასრულწლოვანების გადაადგილება უბედური შემთხვევით დასრულდა. ქვემო მაჩხაანი-ბოდბისხევის მაგისტრალზე მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომანქანა ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა. მძღოლი ავტომობილს მართვის მოწმობის გარეშე მართავდა.


თვითმხილველების განცხადებით, ავტომანქანაში სამი მგზავრი იმყოფებოდა, რომელთაგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ორმა არასრულწლოვანმა მგზავრმა კი სხეულის დაზიანებები მიიღეს.


გარდაცვლილია ქვემო მაჩხაანში მცხოვრები 15 წლის გიორგი ჯანყარაშვილი, ხოლო დაშავებულები 14 წლის ასაკის მოზარდები არიან. სოფელში ამბობენ, რომ ავტომანქანა ერთერთმა არასრულწლოვანმა პაპისგან ითხოვა.


„მანქანა პაპამ ათხოვაო, ასეთი ინფორმაცია გვაქვს. ეს ორნი კლასელები არიან, მაგრამ ეს გარდაცვლილი ბიჭი, არავინ იცის, როგორ მოხვდა ამათთან“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.



დაშავებული ახალგაზრდები ამჟამად, წნორის საავადმყოფოში იმყოფებიან. ერთ-ერთ მათგანს, ტვინის შერყევა აქვს.


რაც შეეხება მეორეს, თავის არეში მიღებული მძიმე ტრამვების გამო, ექიმებმა, კატასტროფის ბრიგადის მეშვეობით, მისი თბილისში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.


როგორც წნორის არქიმედეს კლინიკის ექიმი თამაზაშვილი აცხადებს, ერთ მათგანს ტვინის შერყევა, მეორე არასრულწლოვანს კი გაცილებით რთული მდგომარეობა ჰქონდა, რის გამოც კატასტროფის ცენტრის ეკიპაჟმა თბილისში გადაიყვანა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დედოფლისწყაროს ტელევიზიას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

0
232
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0