სხვა ელიზა ლემის უცნაური სიკვდილი და კადრები ლიფტიდან 2020, 28 ივლისი, 12:18 ელიზა ლემის სხეული იქნა აღმოჩენილი წყლის რეზერვუარში, სასტუმრო სესილის სახურავზე, თავის ნივთებთან ერთად. 2013 წლის დასაწყისში იგი გამოცხადდა დაკარგულად. მისი აღმოჩენა კი უკავშირდება სასტუმროს მაცხოვრებლების წუხილს, წყლის გემოსთან დაკავშირებიტ, სწორედ ამის შემდეგ შემოწმდა წყლის რეზერვუარი და აღმოაჩინეს გვამი.
5 დღით ადრე გოგონას პოვნამდე, მისმა დაკარგვა საზოგადოების ინტერესი გამოიწვია, მიზეზი ინტერესის კი, სათვალთვალო კამერის ჩანაწერია, რომელიც ლიფტში იყო დამონტაჟებული. აღნისნულ ჩანაწერში ელიზა ძალიან უცნაურად იქცევა, ლემის ხან გამოდის, ხან შედის ლიფტში, ვიღაცას ელაპარაკება დერეფანში, თუმცა იქ სხვა არავინ სჩანს, უცნაურ ჟესტებს აკეთებს, ზოგჯერ კითითქოს ემალება ვიღაცას ლიფტში. გოგონა თითქოს ლიფტის ამოძრავებას ცდილობს, აჭერს რამოდენიმე კლავიშს თუმცა ლიფტის კარი არ იხურება.
ვიდეო გახდა ზალიან პოპულარული youtube-ზე. გამოვლინდა სიკვდილის უამრავი მიზეზი, პარანორმალური მიზეზებიდან, ბიპოლარულ აშლილობამდე.
ელიზა ლემის სიკვდილის გარემოებებიც იწვევს კითხვებს, მისი სხეული ნახეს შიშველი, თავის ნივთებთან ერთად წყლის რეზერვუარში. ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ მას არ ჰქონდა ფიზიკური დაზიანებები და გარდაიცვალა შემთხვევით. ინტერნეტ მომხმარებლებმა, ელიზას სიკვდილი მიამსგავსეს ფილმს"ბნელი წყალი". 291 4-ს მოსწონს
|