იარაღი და ტექნიკა მრავალტონიანი ბომბები ამერიკამ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. 2012, 14 აგვისტო, 21:42 ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალების მრავალტონიანი ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბები მზად არის საბრძოლო გამოყენებისთვის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის სამხედრო საჰაერო ძალების სახელმწიფო მდივანმა, მაიკლ დონლიმ გაავრცელა. მისი თქმით, ახალი ბომბების სრულყოფაზე მუშაობა ჯერ კიდევ არ დასრულებულა, თუმცა სამხედროები მზად არიან, იარაღი ნებისმიერ მომენტში გამოიყენონ, თუკი ეს საჭირო გახდება. შეგახსენებთ, რომ 2012 წლის იანვარში ცნობილი გახდა იმის თაობაზე, რომ ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალებმა ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბების გამანადგურებელი ძალის გაზრდაზე დაიწყეს ზრუნვა, რისთვისაც დამატებით 80 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო. ამის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ როგორც პენტაგონის ექსპერტებმა დაასკვნეს, იარაღის სიმძლავრე არ არის საკმარისი ირანის მიწისქვეშა ობიექტების გასანადგურებლად. საუბარია ბომბზე, რომლის მასა 13.6 ტონას შეადგენს და რომელიც შექმნილია სპეციალურად ირანისა და ჩრდილოეთ კორეის იმ მიწისქვეშა ობიექტების გასანადგურებლად, სადაც ბირთვული იარაღის შექმნა მიმდინარეობს. 1325 5-ს მოსწონს
|