სხვა ძროხებს შეუძლიათ კაცობრიობა პანდემიისგან გადაარჩინონ 2020, 7 ივლისი, 19:35
ფარმაკოლოგიური კომპანიები ჩვეულებრივ იყენებენ სპეციალურ უჯრედებს, რათა, ლაბორატორიულ პირობებში შექმნან ანტისხეულები. მკვლევარები ამ საკითხზე 20 წელზე მეტი მუშაობენ. ისინი ძროხების გამოყენებით ანტისხეულების წარმოებას ცდილობენ. ეს მეთოდი ასევე გამოიყენება SAb Biotherapeutics -ის კომპანიაში სამხრეთ დაკოტაში. სინამდვილეში, ძროხების სხეულები გამოიყენება, როგორც გიგანტური ბიორეაქტორი, რომლის დახმარებით მიიღებენ SARS-CoV-2–ი ს ანტისხეულების დიდ რაოდენობას. მეცნიერების აზრით, ძროხები კარგად ერგებიან ანტისხეულების წარმოებას, რადგან მათ უფრო მეტი სისხლი აქვთ, ვიდრე სხვა ცხოველებს. მომდევნო თვეების განმავლობაში კომპანია გააგრძელებს ტესტირებას და გაარკვევს მიღებული ანტისხეულები დაეხმარება თუ არა, კორონავირუსული ინფექციის თავიდან აცილებაში მათ, ვინც ჯერ კიდევ არ არის დაავადებული. ასევე, შეძლებენ გააუმჯობესონ უკვე დაავადებული პაციენტების მდგომარეობა. 220 3-ს მოსწონს
|