მუსიკა სამხრეთ კორეულმა გოგონათა ჯგუფმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა 2020, 5 ივლისი, 12:01 ![]() სამხრეთ კორეის ჯგუფმა BLACKPINK- ის ბოლო მუსიკალურმა ვიდეომ "How You Like That" ერთდროულად რამდენიმე ისტორიული მიღწევა დააფიქსირა და გინესის რეკორდების წიგნში ჩაეწერა. გოგონების კლიპი გახდა ყველაზე ნახვადი ვიდეო YouTube- ზე, ატვირთვიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. შესაბამისად, იგი ასევე აღიარებულია YouTube- ზე ყველაზე რეიტინგული მუსიკალური ვიდეორგოლად და ყველაზე ნახვად ვიდეოდ, გამოშვებიდან პირველი დღის განმავლობაში. 5 ივნისის მონაცემებით გოგონების ვიდეოკლიპს 220 მილიონი ნახვა აქვს. ![]() დღეისთვის ჯგუფს გამოცემული აქვს 3 ალბომი და 9 სინგლი, რომლებმაც მულტიპლატინური გახდა სამხრეთ კორეაში და იაპონიაში, ალბომმა Square Up პიკს მიაღწია "ბილბორდის" 200-ე ალბომების ჩარტში ნომერ 40-ე პოზიცაზე, ხოლო ჰიტ- სინგლმა "Ddu-Du Ddu-Du"- Gaon დიაგრამას სამი კვირის განმავლობაში მოექცა სათავეში . Ddu-Du Ddu-Du"- ასევე იყო ჯგუფის პირველი სინგლი, რომელიც მოხვდა Billboard Hot 100-ში, ამჟამად ამ სიმღერას YouTube-ზე 1, 2 მილიარდი ნახვა აქვს. რა თქმა უნდა ბევრ თქვენგანს ახსოვს, კიდევ ერთი ასევე სამხრეთ კორეელი კეი-პოპ ჟანრის სიმღერა და სინგლი, რომლის ავტორი და შემსრულებელია სამხრეთ კორეელი მუსიკოსი PSY - იყო. სიმღერის დებიუტი აღინიშნა სამხრეთ კორეის ჩარტში #1 პოზიციით. 2012 წლის 21 დეკემბერს „Gangnam Style“ გახდა პირველი YouTube ვიდეორგოლი, რომელიც მილიარდჯერ ნახეს და შესაბამისად გახდა გონესის წიგნის რეკორდსმენი. 365 2-ს მოსწონს
|