კინო ქართველები ჰოლივუდში 2020, 4 ივლისი, 21:06
მართალია, საქართველოს არ ჰყავს ცნობილი მსოფლიო დონის ვარსკვლავი ჰოლივუდში, თუმცა ქართველი მსახიობები მაინც ახერხებენ გარკვეული წარმატების მიღწევას და კარიერის შექმნას.
1. მერაბ ნინიძე
დაიბადა თბილისში 1965 წლის 3 ნოემბერს. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი. მონაწილეობს როგორც სპექტაკლებში, ასევე კინოში. 1995 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ვენაში. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში: "არსად აფრიკაში'', "იუპიტერის მთვარე", "მადლობა დაბომბისთვის", "I Watch Her Sleep", ასევე სერიალებში: "საქმე ორისთვის, " "მაფია", "სამშობლო" და სხვა. 2. ლევან უჩანეიშვილი დაიბადა 1958 წლის 15 დეკემბერს თბილისში. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის ინსტიტუტი და დაიწყო სამსახიობო კარიერა. 1990-იან წლებში გადავიდა აშშ-ში. მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში: Independence Day, Blades, Air Force One, Virus, 25th Hour და სხვა. 3. დათო ბახტაძე დაიბადა 1966 წელს 20 მაისს თბილისში. მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში: Wanted, Crash, Ben-Hur. 4. თემო მელიქიძე დაიბადა 1992 წლის 21 თებერვალს თბილისში. 2000 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ბელგიაში. მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში: "24: Legacy", "They Ryan Case 1873, " "The Lombardi Case 1975, " Faceless 2014", "City of Revenants და სხვა. 5. გიორგი აგიაშვილი იგივე George Finn დაიბადა თბილისში, თუმცა მალევე გადავიდა ლოს-ანჯელესში. მიღებული აქვს მონაწილეობა ფილმებში და სერიალებში: Lincoln Heights, How I Met Your Mother, Cold Case, The Mentalist, Time Lapse და სხვა. 6. ელენე სხირტლაძე დაიბადა 1987 წლის 24 ნოემბერს თბილისში. მოგვიანებით, საცხოვრებლად გადავიდა ჯერ სოჭში, შემდეგ აშშ-ში. დაამთავრა პროფესიონალური სამსახიობო სკოლა, ასევე გაიარა სამსახიობო კურსები დიდ ბრიტანეთში. 2003 წელს მიიღო მონაწილეობა სერიალში „დეტექტივი რაში", ასევე მიუზიკლში - "ჩიკაგო" და სხვა. 89 1-ს მოსწონს
|