x
image
გემი დალანდი
რომელი ჯიშის ძაღლი უნდა გყავდეთ თქვენი ზოდიაქოს მიხედვით
ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს თავისი თავისებურებებიდან გამომდინარე, კონკრეტული ჯიშის ძაღლი შეეფერება. სწორედ ამიტომ ხდება, რომ “სწორად" შერჩეული ძაღლები პატრონს საოცრად ემსგავსებიან.

გაინტერესებთ, თქვენი ზოდიაქოს ნიშანს რომელი ძაღლი შეეფერება? მაშინ წაიკითხეთ სტატია

image

ცეცხლის სტიქიის ნიშნები

1.ვერძი


ძლიერი და მოუთმენელი ადამიანები არიან, რომელიც ზოგჯერ თავისი ტემპერამენტით გვაშინებენ კიდეც. თუმცა, მათი არ უნდა გეშინოდეთ, რადგან სულის სიღრმეში საოცრად კეთილები არიან. მათ ჰასკი შეეფერებათ. თუმცა, სანამ ამ ძაღლს აიყვანთ, წინასწარ უნდა გათვალოთ ყველაფერი. ამ ძაღლს დიდხანს სეირნობა და დიდი პირადი სივრცე უყვარს. ძალიან ემოციური და ისეთივე ტემპერამენტიანია, როგორც ვერძები. მაგრამ პატარა ბინაში ბედნიერად ვერ იცხოვრებთ.

image

2.მშვილდოსანი

ოპტიმისტი, კეთილი, აქტიური და ზოგჯერ ექსცენტრიკული-ასეთები არიან მშვილდოსნები, რომლებიც ადვილად ხდებიან ყველა კამპანიის სული და გული. მათ ყველაზე მეტად ტაქსა შეეფერებათ.

ეს პატარა ძაღლები საკმაოდ მხიარულები არიან და პატრონს მოწყენის საშუალებას არ მისცემენ. მათ ძალიან უყვართ ადამიანები და მათთან ურთიერთობა ადვილად გამოსდით.

image

3.ლომი

მამაცი, კეთილშობილი, აქვს პასუხისმგებლობის გამძაფრებული შეგრძნება. მტკივნეულად რეაგირებენ კრიტიკაზე და ძალიან ზრუნავენ საკუთარ თვითშეფასებაზე. მათ გერმანული ნაგაზი შეეფერებათ.

ეს კეთილი და ერთგული ძაღლი მას ემსახურება, ვისაც ლიდერად აღიარებს. ძალიან კეთილშობილი და ჭკვიანი ძაღლები არიან.მათ საზოგადოებაში თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნობთ.

image

მიწის სტიქიის ნიშნები

1.კურო

ცოტა ზარმაცები არიან და სიჩქარე არ უყვართ. წვრილმან უსიამოვნებასაც კი შეუძლია მათი წონასწორობიდან გამოყვანა. ყველაზე მეტად მოპსი შეეფერებათ.

მოპსის ყველაზე დიდი ბედნიერება-საჭმელია. გასაკვირი არაა, რომ ეს ძაღლები ტანადობით ვერ დაიკვეხნიან. მათი საყვარელი საქმიანობა კი გასეირნების შემდეგ სავარძელზე ნებივრობაა.

image

2.ქალწული

პრაქტიკული ადამიანები, რომელთაც ყოველთვის შეუძლიათ ბრძნული რჩევის მოცემა. ასეთები არიან ქალწულები.მათთვის შესაფერისი ძაღლის ჯიშია კოლი.

ეს ძაღლები ადვილად ამყარებენ კავშირს თავის პატრონთან. ძალიან გაწონასწორებული არიან და არც ჭირვეულობა ახასიათებთ.

image

3.თხის რქა

თხის რქებს დისციპლინა უყვართ და მოსწონთ, როცა ყველაფერი თავის ადგილზეა. არაემოციური ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ მოულოდნელად განვითარებულ სიტუაციებში დაბნევაც ახასიათებთ. მათ რუსული მწევარი შეეფერებათ.

ეს ძაღლები ძალიან მშვიდები არიან, მორიდებულებიც კი. უყვართ მოფერება და ყურადღება, ამიტომ მათი იგნორირება არ გამოგივათ.

image

ჰაერის სტიქიის ნიშნები

1.ტყუპები

უსაქმოდ ჯდომა არ უყვართ, ყოველთვის რაღაცას ჩხირკედელაობენ და მათი აქტივობა წლების მატებასთან ერთად კი არ იკლებს, იზრდება. ამ ადამიანთან არ მოიწყენთ. ძაღლის ჯიშებიდან ლაბრადორ-რეტრივერი შეეფერებათ.

ეს ძაღლები საყოველთაო აღტაცებას იმსახურებენ. ძალიან მოძრავები და ჭკვიანები არიან.მათ კამპანიაში არ მოიწყენთ.

image

2.სასწორი

ამ ადამიანებს ძალიან აქვთ სამართლიანობის გრძნობა გამძაფრებული. ტაქტის გრძნობა გააჩნიათ, თუმცა მერყეობაც ახასიათებთ. ზოგჯერ ახლობელ ადამიანებსაც კი არ ეუბნებიან იმას, რასაც ფიქრობენ. მათ ლევრეტი შეეფერებათ.

ამ ძაღლს კომპანიონს ნამდვილად ვერ უწოდებთ. ძალიან ალერსიანები არიან, ადვილად ერგებიან ოჯახის ცხოვრების რიტმს და ამიტომ სპორტსმენებსაც გამოადგებათ და დიასახლისებსაც. თუმცა, პატრონის ნერვების მოშლაც შეუძლიათ ზოგჯერ.

image

3.მერწყული

მერწყულები ექსპერიმენტატორები და კარგი მეგობრები არიან. უყვართ სიახლეები და რისკი. მათთვის ჯეკ-რასელ-ტერიერია ზედგამოჭრილი.

ეს საყვარელი ძაღლები ძალიან აქტიურები არიან. გამუდმებით მოძრაობენ და თავის გამოჩენა უყვართ ადამიანების საზოგადოებაში.

image

წყლის სტიქიის ნიშნები

1.კიბო

ეს ადამიანები ძალიან არიან მიჯაჭვულნი ახლობლებზე.ემოციებს ყოველთვის ვერ გამოხატავენ, სამაგიეროდ, ადვილად ამჩნევენ სხვების პრობლემებს. მათ უიპეტი შეეფერებათ.

ეს ძაღლი ნადირობისთვის გამოიყენებოდა, მაგრამ მშვიდ ოჯახურ გარემოშიც კარგად შეუძლიათ ცხოვრება. მშვენივრად ეწყობიან სხვა შინაურ ცხოველებს და რბილი ხასიათით გამოირჩევიან. თუმცა, გახსოვდეთ, თუ ნაკლებს იმოძრავებს, დეპრესია დაეწყება და ხასიათი გაუფუჭდება.

image

2.მორიელი

ზოგჯერ თავის თავს ეწინააღმდეგება, შრომისმოყვარეა. დაწყებული საქმე კი ყოველთვის მიყავთ ბოლომდე. მათთვის შესაფერისი ძაღლის ჯიშია სენბერნარი.

დიდი, კეთილი და ერთგული სენბერნარიც არ უშინდება გამოცდას. მათ ყოველთვის შეგიძლიათ ენდოთ, რადგან პატრონს ნებისმიერი დავიდარაბიდან გამოათრევენ.

image

3.თევზები

თევზებს რომანტიკული და აზარტული ბუნება აქვთ. სიძუნწე არ ახასიათებთ და ამის გამო ზოგჯერ უფულოდაც რჩებიან. მათ დერჰაუნდი შეეფერებათ.

ეს ძაღლი სახლში მშვიდია, გარეთ კი ყოველთვის მზადაა პატრონთან ერთად ინადიროს, ან უბრალოდ დაიცვას ის.

image


0
875
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
875
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0