სისხლის სამართალი იუბილარ გოგოს დაცვა დაენიშნება? - „უმძიმეს მდგომარეობაშია, დედაც არ ჰყავს აქ“ 2020, 3 ივლისი, 11:05 შაქარაშვილის საქმეში მონაწილე იუბილარი გოგონა საკუთარი უფლებების დაცვისთვის ბრძოლას იწყებს. მათ ახლახან დაენიშნა ადვოკატი. უფლებადამცველი ამბობს, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ზოგიერთმა მედიასაშუალებამ არასწორი ინტერპრეტაციით გააშუქა. , “ძალიან მინდა ისე მივიდეს საზოგადოებამდე ჩვენი პოზიცია, როგორც ამას ჩვენ ვაცხადებთ. ჩვენ ვთქვით, რომ თუ კვლავ გაგრძელდა საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან მუქარები და შეურაცხყოფები, იძულებული ვიქნებით, ვისარგებლოთ კანონით გათვალისწინებული უფლებით და მოვითხოვოთ სახელმწიფო სპეციალური დაცვა. ხაზგასმით ვაცხადებ, ამ ეტაპზე ჩვენ არ ვითხოვთ დაცვას, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში” – აცხადებს ლიკა ბიცაძე. უფლებადამცველის თქმით, გოგონას მდგომარეობა ფსიქოლოგიურად კვლავ მძიმეა. ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სახლიდან არ გამოდის. “საშინელებაა რა ტრაგედიაც დატრიალდა და ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ ხომ არ უნდა მიჰყვეს მას უკან მეორეც?! 18 წლის გოგოა, მისი ფსიქიკა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების ეტაპზეა და არაფერია გამორიცხული. ხომ არ უნდა გავხადოთ იძულებული ცუდზე იფიქროს?! . სულ სახლშია, არ გამოდის სახლიდან. დედა საზღვარგარეთ ჰყავს და მამა და ოჯახის სხვა წევრები უწევენ თანადგომას. ტელეფონიც არ აქვს. უნდა ძალა მოიკრიბოს, რომ მედიით გააკეთოს განცხადება თვითონ. საიდან წამოვიდა ბილეთების გაყიდვის თემა, მიკვირს. სრული აბსურდია. მამამ გადაუხადა დაბადების დღე. რა არის ამაში გასაკვირი?! ბილეთები კი არა, ფულიც არ აუღია საჩუქრად რომ შეუგროვეს მეგობრებმა. 50 ადამიანი ნამდვილად არ დაუპატიჟებია. ვიღაცამ ვიღაცა მიიყვანა და ასე შეიკრიბა ამდენი ხალხი”, – უყვება AMBEBi.GE -ს ადვოკატი. 107 შეფასება არ არის
|