x
მეტი
  • 29.11.2024
  • სტატია:138533
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512213
დედაჩემმა ქმრის წართმევა მოინდომა
image

''დედაჩემმა ძალიან ადრეულ ასაკში გამაჩინა, რის გამოც ბავშვობაში, ჩემს დაქალებს შურდათ ჩემი, რადგან მე მყავდა ასეთი ახალგაზრდა, მაგარი დედა, რომელიც ყოველთვის მშვენივრად გამოიყურებოდა და კარგად ესმოდა ჩვენი. რომ ცოდნოდათ, რა მოხდებოდა მომავალში.


თავიდან მეც მიხაროდა, რომ დედაჩემი, ჩემი თანატოლების დედებისგან განსხვავებით, ყოველთვის თანასწორივით მექცეოდა. ის მეხმარეობოდა ტანსაცმლის არჩევაში, მირჩია მოდურად თმის შეჭრა და მასწავლა როგორ გამეკეთებინა მაკიაჟი. დედამ ტატუს სალონშიც კი მიმიყვანა, სადაც მოხდენილი ჩიტი დავიხატე ბეჭზე. მაგრამ მას შემდეგ რაც მამაჩემს განშორდა, ყველაფერი უარესობისკენ წავიდა.


დედა არაერთხელ აღნიშნავდა, თუ რამდენად ლამაზი იყო ის ერთ დროს და რამდენად უბრალოდ "სიმპატიური ვარ" მე. მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ფონზე, მყისიერად მოვიშორე კომპლექსები, გავიცანი მამაკაცი და დავიწყე მასთან ურთიერთობა.



დედა ჩვენს ქორწილში მივიდა გრძელი თეთრი კაბით. საკუთარ თავს უვლიდა და საოცრად გამოიყურებოდა.იმდენად საოცარად, რომ რამდენიმე სტუმარს სიძის მხრიდან დედა პატარძალი ეგონათ, ხოლო მისი მეგობრები ხითხითებდნენ: „სიდედრში გაგიმართლდა!“


თავიდან სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით, მაგრამ შემდეგ, სტუდენტების შემოდინების გამო, ხელმძღვანელობამ ბრძანა ცალკე ოჯახებისთვის გამოყოფილი ოთახები გადაეკეთებინათ სტანდარტულ 6 კაცზე გათვლილ ოთახებად, ამიტომ დავიწყეთ ახალი ბინის ძებნა, აი, ამ დროს შემოგვთავაზა დედაჩემმა დახმარება. მან თქვა, რომ იგი მაინც მარტოხელაა და ცარიელ სამ ოთახში დაგვითმობდა ერთ ჩემს ოთახს, კომუნალური გადასახადების და კვირაობით ხილის ყიდვის სანაცვლოდ.


პირველსავე საღამოს აღმოჩნდა, რომ დედაჩემმა საშინაო სპორტული შარვალი და ნაქსოვი მაისური შეცვალა აბრეშუმის მოსასხამით, რომელის სიგრძეც დუნდულებთან მთავრდებოდა. ყოველთვის, როდესაც სამზარეულოში ვსადილობდით ან მხოლოდ ჩაის ვსვამდით, დედაჩემი კეკლუცად შემოაღებდა ხოლმე კარს და გვეკითხებოდა: "ხელს ხომ არ შეგიშლით?" იწყებდა ფუსფუსს, აძვრებოდა ზედა თაროზე ყავის ასაღებად და მისი ხალათი ისე იწეოდა ზემოთ, რომ ლამისაა უკანალი მთლიანად უჩანდა, ხან დაიხრებოდა ჩემს მეუღლესთან და კოვზით აჭმევდა მურაბას: "გასინჯე, შენი ცოლი ასეთს ვერ მოამზადებს".


მივხვდი, რომ თუ ქმრის დაკარგვა არ მინდა, რაღაც უნდა მოვიმოქმედო. პირველ რიგში, შემოვიტანე თემატური სადილის წესი, რომელიც, რა თქმა უნდა, ექსკლუზიურად ცოლ-ქმრისთვის, ჩვენს ოთახში იმართებოდა და არა სამზარეულოში. მეორეც, გადავაქოთე საიტები და ვისწავლე ბევრი მწარე კომპლიმენტი. როგორც კი დედაჩემი გადაიხრებოდა, რომ უკანალი გამოეჩინა, "აღფრთოვანებული" ვამბობდი: ”ნახე, დედაჩემი რა მაგრად არის შენახული! მეხუთე ათეულს გადააბიჯა და ცელულიტი თითქმის უხილავია. ” მალევე დედაჩემმა ხალათი ისევ შარვალით შეცვალა.

და მესამე- ყოველდღე მეუღლეს ვეუბნებოდი, თუ რამდენად კარგი იქნებოდა ცალკე ცხოვრება. სანამ მან კარგი სამსახური არ იპოვნა და სახლის დაქირავება შევძელით.


რაც მთავარია, მისგან გავარკვიე, რომ ბიძამისი უცოლო იყო. ჩვენ მას ოჯახურ სადილზე ვეწვიეთ, სადაც დედა წავიყოლეთ... და, როგორც ჩანს, მალე მამინაცვალიც მეყოლება და დედაჩემს საშუალება ექნება აბრეშუმის ხალათით მის წინაშე იაროს."

ლ.მ.


image

იხილეთ ასევე

ფიზიკა-მათემატიკური პროფილის №32 საშუალო სკოლის მოწაფის დედის განცხადების საფუძველზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 35 წლის ბიოლოგიის მასწავლებლის, ეკატერინე სავინოვას მიმართ. როგორც ცნობილი გახდა, ასტრახანის მუნიციპალური საბიუჯეტო საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები და თანამშრომლები რამდენიმე დღის განმავლობაში განიხილავდნენ ვი...


41 წლის ალფონსო მერლოსს, სხვა ტელეწამყვანებთან ერთად, პანდემიასთან დაკავშირებით პირდაპირ ეთერი ჰქონდა. თუმცა, როგორც ჩანს, ესპანელმა ჟურნალისტმა ბოლომდე ვერ გაითვალისწინა იზოლაციის დროს მუშაობის წვრილმანები და კადრში გაეპარა ის, რაც მის გარშემო ატეხილი სკანდალის მიზეზი გახდა. პირდაპირი ჩართვის დროს, მამაკაცის ზურგს უკან ნ...

ბრაზილიელი ვარსკვლავის, პარიზის პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელის, ნეიმარის 52 წლის დედა, ნადინ გონსალვესი(Nadine Goncalves ) 23 წლის შეყვარებულს, ტიაგო რამოსს იმიტომ დაშორდა, რომ როგორც გაირკვა ახალგაზრდა მამაკაცი კაცებს ხვდებოდა. ამის შესახებ იუწყება Daily Mail-ი. ტიაგო რამოსი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის აღმოჩნდა გახ...

პოპულარული ბლოგერის, მარინა ბალმაშევას ცხოვრებას კრასნოდარის მხრიდან 400 ათასზე მეტი გამომწერი აკვირდება Instagram- ზე, და გასაგებია, რატომ. 35 წლის ასაკში მარინა ბალმაშევამ მოახერხა წონის დაკლება თითქმის 60 კგ-მდე და გახდა ხუთი ნაშვილები ბავშვის დედა. ახალგაზრდა ქალი აზიარებდა ბედნიერებით სავსე ფოტოებს ნაშვილებ ბავშვებთან ერ...

ცნობილი რუსი ტელეწამყვანი ანფისა ჩეხოვა დაფიქრდა იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს უსაფრთხო სექსი კორონავირუსის ეპიდემიის დროს. მთავარი ფაქტორი, რომელიც უნდა დაფიქსირდეს, არის პარტნიორებს შორის მანძილი 1.5 მეტრი. ამასთან დაკავშირებით, 42 წლის ტელე ვარსკვლავმა შეარჩია 13 პოზა, რა დროსაც მამაკაცი...

0
1045
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1045
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0