შოუბიზნესი ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ მათ სკოლაში თანაკლასელები ამცირებდნენ 2020, 26 ივნისი, 13:30 ბევრი თვლის, რომ ჰოლივუდის მსახიობები და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები ყოველთვის დიდი პოპულარობით გამოირჩეოდნენ, ამიტომაც ავიწყდებათ, რომ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებსაც სკოლაში თანაკლასელებთან პრობლემები ჰქონდათ და ბულინგის მსხვერპლნი იყვნენ.
1. ჰენრი კავილი კარგი ფიზიკური მონაცემები, კარგი როლები პროექტებში, წარმოიდგენდით რომ მას სკოლაში მსუქან კავილს ეძახდნენ? გარდა ამისა, დასცინოდნენ იმის გამოც, რომ გოგონებთან საუბარი არ შეეძლო.
2. რაიან გოსლინგი მისი თქმით, სკოლაში ამცირებდნენ და არ მეგობრობდნენ. ამის გამო ფსიქოლოგიური პრობლემაც განუვითარდა და რაღაც დროის განმავლობაში სახლში სწავლობდა.
3. ჯასტინ ტიმბერლეიკი კარიერა ჯერ კიდევ ბავშვობიდან დაიწყო “მიკი მაუსუს კლუბში'', რასაც წესით პოპულარობა უნდა მოეტანა. თუმცა სწორედ ამის გამო დასცინოდნენ თანაკლასელები.
4. ტომ კრუზი ახლა ის ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობია. სკოლის პერიოდში კი პოპულარობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა. მშობლების გამო მას ხშირად უწევდა სხვადასხვა ქალაქში გადასხვა და ახალ სკოლაში სიარული, გარდა ამისა, კრუზს დისლექსია სჭირს, რაც მის თანაკლასელებს არ გამოჰპარვიათ.
5. შონ მენდესი ბოლო წლებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. სიმღერა და გიტარაზე დაკვრა კი ბავშვობიდან დაიწყო. 15 წლისამ პირველად ატვირთა საკუთარი სიმღერა იუთუბზე. სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს თანაკლასელებმა მისი დაცინვა.
6. მარკ რუფალო მარკი სკოლაში ძალიან წყნარი იყო და მეგობრებიც არ ჰყოლია.
7. კრისტიან ბეილი პირველად ფილმში მონაწილეობა 13 წლისამ მიიღო. ამის შემდეგ ამცირებდნენ თანატოლები სკოლასი, სცემდნენ და დასცინოდნენ, ბეილის თქმით სწორედ ამან ჩამოაყალიბა ისეთ ადამიანად როგორიც ახლაა.
8. ლიამ ჰემსვორტი სკოლის პერიოდში მოუხერხებელი და არასპორტული იყო და დიდიპოპულარობითაც არ გამოირჩეოდა.
9. დუეინ ჯონსონი მასაც ხშირად უწევდა სკოლის და ქალაქის გამოცვლა. 16 წლისა უკვე 195 სანტიმეტრი იყო სიმარლეში, წონით კი 102 კილოგრამი და მისი თქმით მუტანტივით გამოიყურებოდა.
10. ჯორჯ კლუნი საშუალო კლასებში მას “ბელის დამბლა'' დაემართა, რის გამოც მარცხენა თვალი დახუჭული ჰქონდა მთელი წელი. არ შეეძლო ნორმალურად ჭამა და დალევა. ამის გამოთანაკლასელებმა ფრანკენშტეინი შეარქვეს და ამცირებდნენ. კლუნის თქმით ეს მის ცხოვრებაში ყველაზე ცუდი წელი იყო. 1287 2-ს მოსწონს
|