საზოგადოება რუსეთიდან გაქცეულმა პუტინის ძველმა მეგობარმა, პრეზიდენტის ქალიშვილების უცნობი ფოტოები გამოაქვეყნა 2020, 24 ივნისი, 12:41 ბანკირმა სერგეი პუგაჩოვმა, რომელიც შევიწროების გამო წლების წინ გაიქცა რუსეთიდან, საკუთარ საიტზე რუსეთის პრეზიდენტის ქალიშვილების ბავშვობის ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოებზე პუტინის გოგონები და პუგაჩოვის ვაჟები არიან ასახულნი, რომლებიც ერთ დროს მშობლების მსგავსად მეგობრობდნენ. ფოტოების ნაწილი პუგაჩოვების სახლში, ნაწილი კი კრემლშია გადაღებული. "ბავშვური მეგობრობა - მარადიულია! ალექსანდრ და ვიქტორ პუგაჩოვები, კატერინა და მარია პუტინები, 2000-იანი წლები" - წერს ფოტოებზე ბიზნესმენი. პუტინის შვილების შესახებ ინფორმაცია რუსეთში მკაცრად გასაიდუმლოებულია, სხვადასხვა წყაროების თანახმად, ისინი შეცვლილი გვარებით ცხოვრობენ - კატერინა ტიხონოვა და მარია ბორონცოვა. მინიმუმ 15 წლის წინანდელ ფოტოებზე ასახული თინეიჯერები, ნამდვილად გვანან იმ გოგონებს, რომლებსაც დღეს რუსული მედია პუტინის ქალიშვილებად მოიხსენიებს. მედიის ცნობით, ტიხონოვა და ვორონცოვა რუსეთის პირველი პირისა და მისი ყოფილი ცოლის, ლუდმილა პუტინას ქალიშვილები არიან, თუმცა, თავად პრეზიდენტი ყველა კითხვის საპასუხოდ უარყოფს მათთან ყველანაირ კავშირს. ვლადიმერ პუტინს შეკითხვა ქალიშვილების შესახებ ცოტა ხნის წინ BBC-ის ჟურნალისტმა დაუსვა. ჟურნალისტის თქმით, კომპანია "ინოპრაქტიკამ", რომლის დირექტორი კატერინა ტიხონოვია, გასულ წელს ნახევარი მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, მარია ვორონცოვას კომპანია კი აშენებს ერთ-ერთ ყველაზე დიდ კლინიკას სანკტ-პეტერბურგში, რაშიც მათ რუსეთის სახელმწიფო კომპანიები ეხმარებიან. "მათ ტელევიზიით სულ უფრო ხშირად აჩვენებენ, მათი სახელები, გარეგნობა ყველასთვის ნაცნობია. როდის აღიარებთ რომ ისინი თქვენი შვილები არიან?“ - მიმართა პუტინს ჟურნალისტმა. "თქვენ ახსენეთ ერთი, მეორე ქალბატონი. ახსენეთ გარკვეული წილები, ბიზნესები. თქვენ უბრალოდ ფაქტი დააფიქსირეთ. ეს საკმარისი არ არის. როცა მსგავს რაღაცეებში ერევი, უნდა გაარკვიოთ, რა ბიზნესია თუ მართლა არის, ვის ეკუთვნის, ვინ ეხმარება" - ორაზროვნად უპასუხა პუტინმა შეკითხვას... განაგრძეთ კითხვა <<< 572 1-ს მოსწონს
|