განათლება ტიტიკაკა-ყველაზე მაღლა მდებარე ტბა 2020, 24 ივნისი, 11:03 ტიტიკაკა, ყველაზე მაღლა მდებარე ტბაა მსოფლიოში. მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში, პერუსა და ბოლივიის საზღვარზე, ანდებში, ალტიპლანოს ჩრდილოეთ ნაწილში. ზღვის დონიდან 3812მ, მაქსიმალური სიღრმე 281მ, ხოლო ფართობი 58, 000 კვ.კმ. ტბაში 27 მდინარე ჩაედინება, ასევე ტბაში მდებარეობს 41 დიდი თუ პატარა კუნძული. მათ შორის ყველაზე დიდია, ისლა-დელ-სოლი. კუნძული ძირითადად ქვიანი და მთაგორიანია. ცხოვრობს მხოლოდ 800 ადამიანი და ამ კუნძულზე არ არსებობს არანაირი ტრანსპორტი და გზა. კუნძულზე აღმოჩენილია 180-მდე ნანგრევი, რომელიც ინკების ცივილიზაციას ეკუთვნის. ადგილობრივ მოსახლეობას სჯერა, რომ ამ კუნძულზე მზის ღმერთი დაიბადა. სახელის წარმომავლობა უცნობია და სავარაოდოდ ის მომდინარეობს ადგილობრივი ინდიელების ენისგან. ტბის სანაპიროზე, მთავარი ქალაქია პუნო. ტიტიკაკაზე გადაღებულია უამრავი ფილმი, ერთ-ერთი მათგანია თავგადასავალი სამხრეთ ამერიკაში(1946) და წიგნი, ანტიკური ტიტიკაკა(ჩარლზ სტანიში). 396 1-ს მოსწონს
|