სხვა სიზმრად ნანახი მინიშნებები, რომლებიც არასდროს უნდა დააიგნოროთ - რას გეუბნებათ თქვენი ქვეცნობიერი 2020, 17 ივნისი, 11:06 ფსიქოთერაპევტი ჯეფრი სამბერი ამბობს: „ხშირად ჩვენი სიზმრები დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩვენ უნდა გავიცნოთ საკუთარი თავი და სამყარო ჩვენ გარშემო“. წარმოგიდგენთ ჩამონათვალს და მათ განმარტებებს, რომლებიც სიზმრად შეიძლება იხილოთ. თქვენს ქვეცნობიერს სურს, რომ მათზე შეიტყოთ. 1. ყუთი დაფარული, საიდუმლოებები, იმედგაცრუება. თუ სიზმრად ნახავთ ყუთს, ეს შესაძლოა იმას ნიშნავს, რომ რაღაცას მალავთ ან შიში გაქვთ, რომ ვიღაცა რაღაცას გიმალავთ. თუ გახსნილ ყუთს ნახავთ, ე.ი. თქვენი საიდუმლო უნდა გაამხილოთ. თუ ცარიელ ყუთს ნახავთ, მაშინ ვიღაცით ან რაიმეთი იმედგაცრუებული დარჩებით. 2. კატა ქალურობა, სულიერება, ძალა. კატა ბევრი რამის სიმბოლოა. სიზმარში მისი ნახვა შესაძლო გამცნობდეთ, რომ დროა ქალურობა დაიბრუნოთ. მამაკაცის შემთხვევაში კი იმის მიმანიშნებელია, რომ საყვარელ ქალთან ურთიერთობა უნდა განამტკიცოს. საერთოდ კი, კატა ქალურობის სიმბოლოა - იქნებ ბევრად უფრო თავდაჯერებული გახდეთ. დროა, თქვენს სულიერ განვითარებაზეც იფიქროთ. 3. დაცემა განგაში, საშიშროება, ცხოვრებაზე კონტროლის დაკარგვა. ბევრს ესიზმრება, თითქოს ძირს ეცემა. შესაძლოა, ეს იმას ნიშნავდეს, რომ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლს კარგავთ. ან იქნებ წარუმატებლობის გეშინიათ. შესაძლოა, წარსულში მიღებული არასწორი გადაწყვეტილებების გამო განიცდით. თუ მსგავსი სიზმარი ხშირად გესიზმრებათ - გაუცნობიერებელ შფოთს იოგისა და მედიტაციის დახმარებით ებრძოლეთ. 4. კბილები სიბერე, გარეგნობა, ჯანმრთელობა. სიზმრად კბილების ნახვა სიბერის პროცესთან ან სიკვდილთანაა დაკავშირებული. ან შესაძლოა, განიცდით თქვენი გარეგნობის გამო. სიკვდილის შიშის დაძლევისთვის საუკეთესო საშუალებაა - ყოველი დრო მაქსიმალურად გამოიყენოთ და პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ. 5. ჭიანჭველები მხარდაჭერა, შრომისმოყვარეობა, გაღიზიანება. ჭიანჭველების დასიზმრება, შესაძლოა, იმას ნიშნავდეს, რომ ცხოვრებაში რაღაც გაღიზიანებთ. მსგავსი სიზმარი მიგანიშნებთ, რომ პრობლემა დროულად გადაჭრათ. ჭიანჭველები კოლონებად ცხოვრობენ და ერთად მუშაობენ. იქნებ სჯობს მაგალითი მათგან აიღოთ და ახლობელ ადამიანებს დახმარებისთვის მიმართოთ. სიზმრად ნანახი ჭიანჭველები იმასაც მოასწავებს, რომ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახთან, ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობა. 6. თმა სექსუალურობა, სტატუსი, თავისუფლება. ეს სიმბოლო, შესაძლოა, პარტნიორთან თქვენს პირად ურთიერთობაზე მიგანიშნებდეთ რაიმეს. იმაზე, რომ ურთიერთობის გაუმჯობესებაზე უნდა იმუშაოთ. იქნებ თქვენს სექსუალურობაზე უნდა იზრუნოთ. იქნებ თმის ნახვა იმაზე გესაუბრებათ, რომ გარშემო მყოფებთან მტკიცე კავშირის დამყარება გსურთ. გრძელი თმა დაგესიზმრათ? ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ თავისუფლება გწყურიათ. 7. წყალი ამბიციები, რისკი, მოხერხებულობა. წყალი აღნიშნავს, რომ ცხოვრებაში რისკი არ გყოფნით, თუმცა ამბიციები დიდი გაქვთ. სიზმარი, სადაც წყალი ფიგურირებს, სწორედ იმას მიგანიშნებთ, რომ დროა, თქვენი სურვილების რეალიზებაზე იფიქროთ. შესაძლოა, რისკი გაშინებთ, მაგრამ წარმატებისთვის ეს აუცილებელია. წყალი ასევე შეიძლება ნიშნავდეს: თქვენ უბრალო, მშვიდი ცხოვრება გსურთ... განაგრძეთ კითხვა <<< 809 შეფასება არ არის
|