x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროში მდინარე „ალაზანში“ მამაკაცის ცხედარი იპოვეს

image



უბედური შემთხვევა მოხდა დედოფლისწყაროში. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოსთან, მდინარე ალაზანში, მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ეს ინფორმაცია დედოფლისწყაროს ტელევიზიას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.


როგორც საბათლოელებმა დედოფლისწყაროს ტელევიზიას უთხრეს, 59 წლის, გიორგი ანთაური, რომელიც მდინარეში სათევზაოდ გუშინ შევიდა, ალაზნის ნაპირებზე მდებარე ფერმაში მუშაობდა.


წინასწარი ინფორმაციით, ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.



საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო როგორც კახეთის სამაშველო ჯგუფები, ასევე თბილისის სწრაფი რეაგირების განყოფილების მყვინთავები.


„ცხედარი უკვე ნაპოვნია და ამოყვანილი“, - აცხადებენ საგაგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.


სავარაუდოდ, გარდაცვლილს ჯერ გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.


image

0
305
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
305
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0