x
image
ბაჯაბაჯა
ბედნიერი დღის საწინდარი
imageბევრჯერ გამიგია რომ დღის სწორი დასაწყისი არის კარგი დღის საწინდარი, ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა სტატია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავიწყოთ დილა, რომ მთელი დღე დადებით განწყობაზე ვიყოთ და საკმარისი ენერგიაც გვქონდეს.

ამისათვის პირველ რიგში დაფიქრდით რას აკეთებთ გაღვიძებიდან 1 საათის განამვლობაში. სწორედ ამ ერთ საათს შეუძლია გადაწყვიტოს თქვენი მთელი დღე. ამისათვის კი რამდენიმე ხერხი არსებობს.

ნაბიჯი 1. გაიღვიძეთ მხიარულად, ენერგიულოდ. რა თქმა უნდა ყველას უძნელდება დილით თბილი ლოგინიდან ადგომა.

imageფსიქოლოგი, დანა ლაითმენი გვირჩევს, რომ დაწოლის წინ შევადგინოთ სიაიმ დადებითი მოვლენებისა, რომლები გველის მოერე დღეს და ადგომისას გადავიკითხოთ ის. მაგალითად მეგობართან სადილი, ან თქვენი საყვარელი გადაცემა რომლიც საღამოს შეგიძლიათ იხილოთ, ან რაიმე მსგავსი მოვლენა, რომელიც თქვენ გაგახარებთ.


ასევე საჭიროა ტემპერატურის დარეგულირება. დაწოლის წინ შეეცადეთ სახლის ტემპერატურა შეამციროთ, გამორთეთ შუქები. ეს მოგცემთ იმის შესაძლებლობას რომ დაწოლისას ოთახში იყოს სითბო, რაც დაძინებაში დაგეხმარებათ, დილისთვის კი ტემპერატურა ოდნავ დაიწევს და გაღვიძებაც ადვილი იქნება, მაგრამ შეეცადეთ ტემპერატურა ძალიან არ დაეცეს. მეცნიერების დაკვირვებით იდეალური ტემპერატურა ამისათვის არის 15-20 გრადუსი ცელსიუსით.

imageგააფერადეთ გარემო. როდესაც თვალები გაღვიძებისას აწყდებიან სხვადასხვა მკვეთრ ფერებს, იღებენ ადრენალინს, რომელიც გეხმარებათ გამოფხიზლებაში და თქვენი ორგანიზმი ივსება ენერგიით. დადგით მკვეთრი ფერის ავეჯი, ან ჩაიცვით ასეთი ფერის ტანისამოსი. გაიმზადეთ ნატურალური წვენი, რომელიც ასევთივე ფერებში იქნება, მაგალითად ბროწეულის წვენი.

imageდაიდეთ ყვავილი ლოგინთან. გამოკვლევებმა აჩვენეს რომ, როდესაც ქალბატონი გაღვიძებისას ხედავს ყვავილს მას მთელი დღე უნარჩუნდება პოზიტიური განწყობა.



imageარ გამორთოთ მაღვიძარა და შეეცადეთ მის პირველივე ზარზე ადგეთ. დამტკიცებულია რომ ღრმა და ზედმეტი ძილი უფრო თენთავს ადამიანს და ღლის ორგანიზმს. დააყენეთ მაღვიძარა ზუსტად იმ დროზე როდესაც აუცილებლად უნდა ადგეთ.

როდესაც გაიღვიძებთ, დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ მომავალი დღე. დაარწმუნეთ თქვენი თავი რომ ბედნიერი დღე გექნებათ და ეს მართლაც ასე იქნება, რადგან დადებითად ფიქრისას ორგანიზმი ენერგიით ივსება.

imageდალიეთ დიდი ჭიქით წყალი. ეს არის, იმ სითხის აღდგენის კარგი საშუალება, რომელსაც მთელი ღამის განმავლობაში კარგავთ. ამით თქვენ მიიღებთ დიდ ენერგიას, რადგან თქვენ ორგანიზმს, ნებისმიერი ფუნქციის შესასრულებლად სჭირდება სითხე. არასაკმარისი სითხის მიღება გამოიწვევს ორგანიზმის სწრაფ დაღლას.

გაღვიძებიდან მაქსიმუმ 5 წუთში გადით ღია ადგილზე, ისე რომ დღის სინათლე შეეხოს თქვენს თვალებს . ეს იწვევს მელათონინის გამომუშავების შემცირებას, სწორედ ეს ჰორმონი აძლევს სხეულს ძილის საშუალებას. ამის შემდეგ თქვენი ბიოლოგიური საათის მიხედვით სხეული მიხვდება რომ გამოფხიზლების დროა და ნელ-ნელა გამოიმუშავებს მეტ ენერგიას და უკეთ გამოფხიზლდება.

image სახის მასაჟი. ამ მასაჟის გაკეთება იწვევს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, რაც იწვევს უფრო სწრაფ გამოფხიზლებას, ამასთანავე ის არის სახის კანის გაუმჯობესების კარგი საშუალება.

ჰელენ ფიშერის თქმის სასარგებლოა დაკავდეთ სექსით, რადგან ამ დროს გამოიყოფა ისეთი ჰორმონები როგორიცაა: ტესტესტერონი, რომელიც მატებს გამძლეობას, დოფამინი, მატებს ენერგიას და ოქსიტოცინი, რომელიც იწვევს ნერვული სისტემის დამშვიდებას.

ნაბიჯი 2. ენერგიის მიღება.

imageენერგიით დამუხტვაში დაგვეხმარება დილის ვარჯიშები, რომლის დროსაც გამომუშავდება ენდორფინი, რაც იწვევს ორგანიზმში ენერგიის გაზრდას. არაა აუცილებელი ხანგრძლივი ვარჯიში. კვლევით დადასტურდა რომ, 10 წუთიანი ვარჯიში შემდეგ თქვენი ენერგია 2 საათით იზრდება, ხოლო თუ ვარჯიშის დროს გავზრდით, შესაბამისად ენერგიაც მეტი გექნებათ. ასევე სასარგებლოა სიარული, რაც იწვევს სისხლის მიმოქცევის რეგულირებას და ჟანგაბდის მიწოდების გაზრდას, რაც აუცილებელია ორგანიზმის უკეთ ფუნქციონირებისთვის, ამასთანავე თქვენ წვავთ ზედმეტ ცხიმებსაც, ამისთვის კი ნამდვილად ღირს დილით ადრე ადგომა.

დროთა განმავლობაში გაზარდეთ ვარჯიშის ინტესივობა, რაც გამოიწვევს მეტი ენერგიის გამომუშავებას.

ნაბიჯი 3. სწორი კვება, დილის საკვებს შეუძლია განსაღვროს თქვენი ორგანიზმის მთელი დღის მუშაობის რეჟიმი, სწორად შერჩეული საკვები დაგეხამრებთ ზედმეტი ცხიმების დაწვაში და აგავსებთ ენერგიით.

ყველას გისურვებთ ბედნიერ დილას, მთელი დღის სამყოფ ენერგიას, ბევრ მხიაურლებას, პოზიტიურ განწყობას და დაკისრებული სამუშაოს ღირსეულ შესრულებას. იმედია თქვენი დილა და შესაბამისად მთელი დღეც უკეთესი გახდება ამ სტატიის დახმარებით.

image





















ეს კი დილის ვარჯიშის მაგალითი.

24
552
15-ს მოსწონს
ავტორი:ბაჯაბაჯა
ბაჯაბაჯა
552
  
2012, 11 დეკემბერი, 13:09
ჩუდია :( ეჰ ანუშკი ანუშკი .. :* არაუშავს :*
2012, 11 დეკემბერი, 13:08
არ მინდა იმ გოგოს ხსენება,მაპატიე(((( ცუდი გოგოა:D
2012, 11 დეკემბერი, 13:03
ჰიიიიიიიი : :( ვისში გაგაცვალა ? :შ
2012, 11 დეკემბერი, 13:02
აღარ მყავს(სამწუხაროდ)...ეხლა სხვისია ეგ ლამაზი ანუშკი...(((((((((
2012, 10 დეკემბერი, 11:03
რაღა ყვავილი გინდა, ანუშკი გყავს ბოლოს და ბოლოს სახლში... არამგონია სახლის ყვავილი მაგაზე ლამაზი იყოს... :D იმედია დაგეხმარება ეს რჩევები დღის გაბედნიერებაში
2012, 9 დეკემბერი, 1:59
გავითვალისწინებ ამ რჩევებს.....ყვავილები არ მიყვარს და მაინც დავიდგა თავთან?:):)იქნებ შემიყვარდეს.რაც შეეხება მაღვიძარას,3 ცოცხალი მაღვიძარა მყავს სახლში:)
2012, 2 სექტემბერი, 14:31
მადლობა დიდი, დადებითი შეფასებისთვის ... შევეცდები მალე დავწერო ახალი სტატია
2012, 2 სექტემბერი, 14:24
გულწრფელად გგულშემატკივრობთ... მაინტერესებს ეს სტატია შემთხვევით გამოგივიდათ კარგი თუ თქვენი ხელწერა მომავალშიც ასეთი ორიგინალური იქნება... გისურვებთ წარმატებას!!!!
2012, 2 სექტემბერი, 13:38
სამწუხაროდ აღარ დამიწერია ... :( თემა ვერ ავარჩიე ... მადლობა დიდი ყურადღებისთვის...
2012, 1 სექტემბერი, 20:21
რატომ აღარ წერთ? თუ მე ვერ ვნახულობ თქვენს სტატიებს?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10