სხვა საშიშია, თუ არა მთქნარება. 2013, 13 იანვარი, 20:30 მოგეხსენებათ მთქნარება ყველა ჩვენთაგანს გვაწუხებს. ზოგს ხშირად, ზოგსაც იშვიათად. სწორედ ამიტომ მის შესახებ ბევრი აზრი არსებობს. უმეტეს წილად ადამიანები თვლიან, რომ ეს დაღლილობის და ძილის ნიშანია, მაგრამ ეს ძალიანაც მცდარი აზრია, რადგან მთქნარება იწვევს ტვინის გააქტიურებას და ორგანიზმის გამოღვიძებას.
მთქნარება არის, რეფლექსური ქმედება, რომლის დროსაც ადამიანი შედარებით ხანგრძლივად ჩაისუნთქავს ჰაერს და შემდეგ ერთიანად ამოისუნთქავს, რასაც ასევე მოჰყვება დამახასიათებელი ხმაც. მთქნარება ახასიათებთ ცხოველებსა. ამ ქმედებისას ორგანიზმი იღებს იმ რაოდენობის ჰაერს, რომელიც საჭიროა მისი გონებისა და ასევე სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოებისთვის, რის შედეგადაც ისინი იწყებენ აქტიურ ქმედებას და ადამიანიც უფრო ქმედითუნარიანი ხდება.
მთქნარებას ადამიანი ან ცხოველები იწყებენ მაშინ, როდესაც იღლებიან, ექმენებათ პრობლემა გულთან, სისხლძარღვებთან დაკავშირებით ან უბრალოდ გადაიღლება. მთქნარება კი გეხმარებათ ამ პრობლემების მოხსნაში, დამშვიდებასა და ტვინის "გაგრილებაში".
ხანგრძლივი მთქნარება, შეიძლება იყოს სხვადასხვა დაავადებების ნიშანი, რომლებიც ითხოვენ ქირურგიულ ჩარევას.
მთქნარებისას ასევე იხსნება ყურის დაგუბება, რომელიც სხვადასხვა მიზეზებით შეიძლება იყოს გამოწვეული, მაგალითად თვითმფრინავის აფრენა-დაფრენით. ამ ქმედებასთან დაკავშირებით უამრავი ჰიპოთეზა იქნა გაქარწყლებული. პროფესორმა პროვაინმა, რომელიც მერილენდის უნივერსიტეტში ატრებდა კვლევას მთქნარების შესახებ, დაადგინა, რომ ის გრძელდება საშუალოდ 6 წამი. შემდეგ მან გადაიღო, თუ როგორ იცინოდა და ამთქნარებდა, ჩანაწერი კი სხვა გამომცდელებს აჩვენა და აღმოაჩინა, რომ მას სიცილითვე მხოლოდ 5-დან 1 ადამიანმა უპასუხა, მთქნარებით კი ნახევარმა მაყურებელმა უპასუხა. მან ასევე დაადგინა, რომ მთქნარებისას გამორიცხულია ცხვირით სუნთქვა, რითიც მან დაამტკიცა, რომ მთქნარება უბრალოდ ღრმად ჩასუნთვა არ არის. ასევე ხშირად გაგიგიათ, რომ მთქნარება გადამდებია და ეს მართლაც ასეა და მიუხედავად იმისა, რომ ამას ცხოველებიც აკეთებენ, გადამდები ის მხოლოდ მაიმუნების რამდენიმე სახეობასა და ადამიანებს შორისაა. მეცნიერების აზრით ამას იწვევს ის ფაქტი, რომ ადამიანს სურს გაიზიაროს სხვისი ემოციები. ლონდონის უნივრსიტეტში ჩატარებული ცდით, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აუტიზმით დაავადებულმა და ასევე ჯნმრთელმა ბავშვებმაც, დამტკიცდა, რომ დაავადებულებს არ ჰქონდათ რეაქცია სხვის მთქნარებაზე, რადგან მათ არ შეუძლიათ სხვების ემოციური განწყობის აღქმა. მეცნიერები ასევე ფიქრობენ, რომ მთქნარებას, პირველყოფილი ადამიანები, იყენებდნენ, როგორც სიგნალს, რომ მათ უნდა დაეძინათ. ეს იყო ცოტა რამ მთქნარებაზე, ამის შემდეგ ალბათ პირდაპირ საწოილსკენ არ გაიქცევით, როდესაც მთქნარება დაგეწყებათ. დაფიქრდით იქნება სხვა რამ გაწუხებთ და საწოლის მაგიერ ექიმთან წადით, ოღონდ ეს მაშინ თუ თქვენ ზემდეტად ხშირად ამთქნარებთ, თუ არ და უბრალოდ შეეცადეთ მეტად აქტიურნი იყოთ. ეს კი ფოტო განწყობისთვის. 2005 8-ს მოსწონს
|