დიეტოლოგია იდეალური ფორმების მქონე 7 კპოპ აიდოლის დიეტის მენიუ: ყველა პროდუქტს სუპერმარკეტში იპოვით 2020, 2 ივნისი, 13:32 კპოპ შემსრულებლები საზოგადოებაში გამოჩენისას ცდილობენ, რომ იდეალურად გამოიყურებოდნენ. ისინი ძალიან მოხდენილები უნდა იყვნენ, ამიტომ დიეტას ხშირად იცავენ.
![]() მუნბელი (Mamamoo) 2016 წელს მუნბელმა, ჯგუფიდან Mamamoo, თავისი დიეტის შესახებ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ 10 კგ-ს დაკლება მოახერხა. ![]() სოლჰენი (AOA) სოლჰენი თავის ლამაზი ფორმების გამო ერთ-ერთ პოპულარული აიდოლია. ბევრი ეჭვობს, რომ ასეთი შედეგების მისაღწევად ის მკაცრ დიეტებს იცავდა. ![]() პაკ ბომი პაკ ბომი, რომელიც სამხრეთ კორეაში სოლო კარიერით არის დაკავებული, დიეტის გამო განხილვის საგანი არაერთხელ გახდა. ის მიირთმევს ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა სიმინდი, სალათი და საზამთრო. ამის წყალობით რამდენიმე ზედმეტი კილოგრამის სწრაფად დაკლებას ახერხებს. ![]() ვენდი (Red Velvet) როგორც ერთ-ერთ პოპულარულ გამოცემაში წერდნენ, ერთხელ ვენდის დიეტა შეიცავდა მხოლოდ ნახევარ თასს ბრინჯს საუზმეზე და ნახევარ ვაშლს სადილზე. ახლა მომღერალი ამ დიეტას მხოლოდ მაშინ იყენებს, როცა წონის სწრაფად დაკლება სჭირდება. ![]() ლუნა (F(x)) რამდენიმე წლის წინ ლუნამ თავისი დიეტის შესახებ ერთ-ერთ შოუში ისაუბრა. მისი დიეტა შედგებოდა მხოლოდ რამდენიმე პროდუქტისგან, მათ შორის 2 ნაჭერი ყველისა და 2 მოხარშული კვერცხისგან საუზმეზე. ![]() სოიუ (Sistar) ეს მომღერალი თავისი ლამაზი ფორმებით ცნობილია. ერთხელ მან თავისი დიეტის საიდუმლო გაამხილა. სოიუს თქმით, ის დღეში მხოლოდ 4 კვერცხის ცილას ჭამს და 1 ჭიქა რძეს სვამს. ![]() სიუზი ერთხელ სამხრეთ კორეელი მსახიობი და მომღერალი საკმაოდ მკაცრ დიეტას იცავდა, რომ იდეალური ფორმები მიეღო. ![]() ეს დიეტები საკმაოდ მკაცრია, რადგან ორგანიზმში საჭირო რაოდენობის ვიტამინები და მინერალები არ ხვდება. დროთა განმავლობაში ასეთი დიეტა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს. თუმცა ცნობილი ადამიანები ნამდვილად იდეალურად გამოიყურებიან. ასევე დაგაინტერესებთ: როგორც ჯადოქრობა: რატომ ჭამენ ფრანგი ქალები ყველაფერს და მაინც არ სუქდებიან ![]() გახდომა ზარმაცებისთვის: როგორ დავიკლოთ მეტი კალორია - 10 რჩევა ![]() დიეტა ქათმის ფილეთი - ასეთს არ ველოდი ![]() 10 ანალიზი, რომელიც უნდა გაიკეთოთ, თუ წონაში დაკლებას ვერ ახერხებთ ![]() 17 ყველაზე ნოყიერი პროდუქტი - ანუ როგორ დავივიწყოთ შიმშილის გრძნობა ![]() 339 შეფასება არ არის |