კახეთი დედოფლისწყაროში „ტრაილერის“ მძღოლს კორონა ვირუსი დაუდგინეს 2020, 31 მაისი, 17:20 . კოვიდ-19 პირველი დადასტურებული შემთხვევა კახეთის რეგიონში. ვირუსი საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლს აღმოაჩნდა, რომელიც რუსეთიდან ჩამოვიდა. ორშაბათს დილით თელავში ამ ფაქტზე ბრიფინგი ჩაინიშნა.
.
შემთხვევა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა, სადაც მამაკაცი, საერთაშორისო რეისიდან დაბრუნების შემდეგ, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ინფორმაციას დედოფლისწყაროს ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ.
.
დედოფლისწყაროს ჯანდაცვის ცენტრის უფროსის, მარიეტა გონაშვილის ინფორმაციით, დედოფლისწყაროში მცხოვრები მამაკაცი მანამდე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.
.
„ჩვენი მძღოლი გადაზიდვების მიზნით რუსეთში იმყოფებოდა. მას დაემგზავრა სხვა პირი, რომლიც გადაიყვანეს კარანტინში. კარანტინში ამ პირს დაუდასტურდა ვირუსი. ეს გახლავთ მისი კონტაქტი. გამოვიძახეთ კატასტროფის ბრიგადა და გადავიყვანეთ თბილისში“ - განაცხადა მარიეტა გონაშვილმა.
.
მამაკაცი საქართველოში 22 მაისს დაბრუნდა.
.
კახეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნელი ხიზანიშილი განმარტავს, რომ საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლს, ე.წ. "ტრაილერის" მძღოლს, ახალი რეგულაციის შესაბამისად, გუშინ 3 სხვა მძღოლთან ერთად დედოფლისწყაროს მუნიციპიტეტის საზჯანდაცვის ცენტრის მიერ აუღეს ნიმუშები კოვიდზე პსრ ტესტირებისათვის. ამჯერად ტესტის პასუხი პოზიტიურია. მოქალაქე გადაყვანილია ინფექციური პათოლოგიის ცენტრში.
.
მიმდინარეობს ეპიდკვლევა. დედოფლისწყაროში ყველა მოძიებულ კონტაქტს აეღო ნიმუში და გაიგზავნა ტესტირებისათვის. დაზუსტებულ ინფორმაციას ცენტრი ხვალ დილით გაავრცელებს.
621 შეფასება არ არის
|