სხვა შეძლებთ 25 პოპულარული ფილმის ამოცნობას ამ დაშიფრულ სურათში? 2020, 30 მაისი, 13:25 IMDb-ის ბაზაში ახლა 538 353 ფილმია. რა თქმა უნდა, ყველა ფილმის ნახვა შეუძლებელია და ფილმების უმეტესობა მაყურებლების ყურადღების მიღმა რჩება. თუმცა არსებობს ფილმები, რომლებიც ყველას აქვს ნანახი: ჩვენ, თქვენ, ჩვენს მეგობრებს და მეზობლის კატასაც კი. იმის გაგება, ადამიანი კონკრეტულ კინოშედევრს იცნობს თუ არა, მარტივია: ციტატები პაროლები ხდება, ხოლო საკულტო ნივთები - ერთგვარი მიმართულება.
შეამოწმეთ თქვენი მეხსიერება და იპოვეთ 25 ცნობილი კინოშედევრის მინიშნება ამ ილუსტრაციაზე. 1. ოქროს სნიჩი „ჰარი პოტერის“ შესახებ ფილმების სერიიდან. 2. კაპიტან ჯეკ ბეღურას ქუდი „კარიბის ზღვის მეკობრეების“ ფილმების სერიიდან. 3. ჯონ კრამერის ნიღაბი ფილმების სერიიდან „ხერხი“. 4. მეის ვინდუს წმინდა ხმალი ფილმიდან „ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების თავდასხმა“. 5. ხვრელი კარში ფილმიდან „ნათება“. 6. რიტა ჰეივორთის პლაკატი ფილმიდან „გაქცევა შოუშენკიდან“. 7. დონ ვიტო კორლეონეს სმოკინგი ფილმიდან „ნათლიმამა“. 8. წითელი ჰელიუმის ბუშტი ფილმიდან „ის“. 9. ფორესტ გამპის ჩემოდანი ამავე სახელწოდების ფილმიდან. 10. ტონი სტარკის რეაქტორი რკინის კაცის შესახებ ფილმების სერიიდან. 11. ვარსკვლავური ვორდის ფლეიერი ფილმებიდან „გალაქტიკის მცველები“. 12. ვარდი ფილმიდან „მზეთუნახავი და ურჩხული“. 13. ფირფიტა სიტყვით „ადამიანი“ ფილმიდან „ჩამოსვლა“. 14. ფიკუსი, რომელიც ეკუთვნოდა ლეონს, ამავე სახელწოდების ფილმიდან. 15. მარტი მკიფლის თვითშემკვრელი ბოტასები ფილმიდან „უკან მომავალში“. 16. წინასწარმეტყველების ბურთი ფილმიდან „მე-60 ავტობანი“. 17. 4 ქვიანი ელემენტი ფილმიდან „მე-5 ელემენტი“ 18. კულონი „ოკეანის გული“ ფილმიდან „ტიტანიკი“. 19. კობის ბზრიალა ფილმიდან „დასაწყისი“. 20. მეხსიერების წამშლელი ფილმიდან „ადამიანები შავებში“ 21. თამაში ფილმიდან „ჯუმანჯი“. 22. ხალიჩა ფილმიდან „დიდი ლებოვსკი“ 23. წითელი და ლურჯი აბები ფილმების სერიიდან „მატრიცა“. 24. ჯონ ნეშის, .კოლეგების მიერ ნაჩუქარი, კალამი ფილმიდან „ბრწყინვალე გონება“ 25. საურონის ბეჭედი ფილმების სერიიდან „ბეჭდების მბრძანებელი“. რამდენი ფილმის გამოცნობა შეძელით? ასევე დაგაინტერესებთ: თუ ამ სურათზე 25 ადამიანს მაინც გამოიცნობთ, თქვენ განათლებული ადამიანი ხართ 1 წუთი გაქვთ, რომ ამ სურათზე ყველა უცნაურობა იპოვოთ მარტივი ტესტი, რომელიც გიჩვენებთ თუ რამდენად ჭკვიანი ხართ გამოიცანით ცნობილი წიგნები სმაილებით რომელი ქვეყანაა დაშიფრული სმაილებით? 1134 1-ს არ მოსწონს |