მაკიაჟი და ვარცხნილობა „დარიჩინი“ - თმის საღებავის ფერი, რომელიც ყველა ქალს უხდება 2020, 29 მაისი, 15:16 ზოგიერთი ქალი მთელი ცხოვრება „თავის“ თმის ფერს ეძებს და შემდეგ მას წლები ინარჩუნებს. ზოგი თმას საერთოდ არ იღებავს. აი, მოდის მიმდევრები ტენდენციების მიხედვით თმას ხშირად იღებავენ.
თუ სპეციალისტებს დავუჯერებთ, შეფერილობა „დარიჩინი“ ყოველთვის აქტუალურია. უფრო მეტიც, ის ნებისმიერი ტიპის ქალს მოუხდება.
თბილი, გაჯერებული და კაშკაშა ფერი „დარიჩინი“ თაფლის, ოქროსფერის და ნარინჯისფერის კობინაციაა, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს. ეს ფერი ჰგავს შემოდგომის სასმელს, რომელიც მსუბუქი ალკოჰოლის ნოტებით და გაჯერებული სანელებლებით არის გამდიდრებული. დარიჩინის ფერი სახეს უფრო გამოხატულს ხდის და მას რუჯის ეფექტს ანიჭებს. შესანიშნავი იდეა - თმის შეღებვა აირთაჩის, ომბრეს ან შატუშის სტილში. უფრო მუქიდან დარიჩინისფერში ტალღოვანი გადასვლა ძალიან მდიდრულად გამოიყურება. მას შესანიშნავი ფერების პალიტრა აქვს. ფერის ადაპტირება ნებისმიერი კანის ფერზე შეიძლება. ამასთან დარიჩინს სხვადასხვა სიღრმე აქვს, რაც გოგოებს საშუალებას აძლევთ, რომ საკუთარი ფერიდან შერჩეულზე რბილი გადასვლა გააკეთონ. მაგალითად, ქერათმიანებს მოუხდებათ თაფლისფერ და ოქროსფერ ტონებში გადასვლები. შავგრემანებისთვის მოწითალო-ყავისფერი ფერი წარმატებული არჩევანი იქნება. საერთოდ, შეგიძლიათ ისე შეიღებოთ, როგორც თქვენს გულს გაუხარდება. თანამედროვე ტექნიკა, მასალა და მოწყობილობა ამის საშუალებას გაძლევთ. მთავარია - გამოცდილი თმის მღებავი იპოვოთ. ასევე დაგაინტერესებთ: გამარჯობა 90-იანებიდან: თმის ბზინები კვლავ მოდაშია მათ თმის შეღებვაზე უარი განაცხადეს. ნახეთ, როგორ გამოიყურებიან 27 გარდასახვა, რომელიც ამტკიცებს, რომ გრძელი თმა მოდურად ყოფნაში ხელს გიშლით 20+ ფოტო მტკიცებულება, რომ ნებისმიერი ქალი ქალღმერთია ახალი ტრენდი მამაკაცების ვარცხნილობაში - მიმზიდველი ნაწნავი! 356 შეფასება არ არის |