x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
ციმბირული ჟენშენი და მისი სასარგებლო თვისებები
image

ციმბირული ჟენშენის ლათინური დასახელებაა Eleutherococcus Senticosus, რომელიც
მასში შემავალი ნივთიერებების - ელეუტეროზიდების გამო ეწოდა. მისი
შემადგენლობით და მოქმედებით ის სრულიად განსხვავდება ამერიკული, აზიური და
წითელი ჟენშენისგან. ის მოქმედებას იწყენს ნელა და ეფექტურია ხანგრძლივი
დროის მანძილზე.


ადაპტოგენური თვისება


ციმბირული ჟენშენი იყო პირველი მცენარე, რომლის დასახასიათებლადაც გამოიყენეს
ტერმინი “ადაპტოგენური’’. ადაპტოგენური თვისება ნიშნავს დაეხმაროს ორგანიზმს
სხვადასხვანაირი სტრესის დაძლევაში, იქნება ეს გაუსაძლისი სიცხე, სიცივე,
ინფექცია თუ ტრავმა.



იმუნური სისტემის გაუმჯობესება


მას შეუძლია იმუნური სისტემის გაძლიერება. ნაწილობრივ ეს თირკმელზედა
ჯირკვლების დამუხტვის გამო ხდება, რომელსაც ახორციელებს ჟენშენი. როდესაც ეს
ჯირკვლები გადატვირთულია, ორგანიზმში იწყება სხვადასხვა პათოგენური
მოვლენები.
ციმბირული ჟენშენი შეიცავს გლიკოზიდების ჯგუფს სახელად ელეუტეროზიდები.
კვლევების თანახმად, მათ შეუძლიათ CD4 უჯრედების დონის გაზრდა ორგანიზმში.
სწორედ ეს უჯრედები არიან პასუხისმგებელნი ადამიანის გამართულ იმუნურ
სისტემაზე.


image


ენერგიის მომატება


მომხმარებლები ციმბირული ჟენშენის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგაც კი
გრძნობენ უკვე მის მომედებას, რადგან ის არის ძლიერი მატონიზირებელი და
სტიმულატორი. აუმჯობესებს უჯრედების ჟანგბადით მომარაგებას და სისხლის
ცირკულაციას, რაც დადებითად მოქმედებს მეხსიერებაზე და კონცენტრირების
უნარზე.
სწრაფად მინიჭებული ენერგიის გამო პროფესიონალი მორბენალების ფავორიტი
დანამატია ციმბირული ჟენშენი.


სექსუალური ჯანმრთელობა


ეს ადაპტოგენური მცენარე კარგი დამხმარე საშუალებაა როგორც მამაკაცებისთვის,
ასევე ქალბატონებისთვის სექსუალური ჯანმრთელობის სფეროში. ქალბატონებში
ხელს უწყობს მენსტრუალური ციკლის მოწესრიგებას და საშვილოსნოს გაძლიერებას.
ხშირად ინიშნება უნაყოფობით გამოწვეული დეპრესის სამკურნალოდ. მამაკაცებში
ხელს წუყობს ტესტოსტერონის დონის ამაღლებას, რომელიც ზრდის სპერმის
რაოდენობას და მოძრაობის უნარს.


ქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს:


ანორექსია და მისი გამომწვევი მიზეზები


როგორ შევარჩიოთ სწორად ბიუსჰალტერი?


რატომ არის აუცილებელი ადამიანისთვის თევზის ქონი?

1
189
1-ს მოსწონს
ავტორი:მეტრიკ
მეტრიკ
189
  
2020, 27 მაისი, 15:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1