სხვა მოსკოვის ზოოპარკში ჰიტლერის ნიანგი მოკვდა 2020, 24 მაისი, 8:18
მოსკოვის ზოოპარკში მისისიპის ალიგატორი, სახელად სატურნი მოკვდა, რომელიც ადრე ადოლფ ჰიტლერს ეკუთვნოდა.
როგორც ზოოპარკი აცხადებს ნიანგის სიკვდილის მიზეზი სიბერეა. იგი 84 წლის იყო. ეს ასაკი ალიგატორებისთვის ღრმა სიბერედ ითვლება. ველურ ბუნებაში მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 30−50 წელს შეადგენს.
სატურნი ამერიკაში 1936 წელს დაიბადა. შემდეგ ბერლინის ზოოპარკში გადაიყვანეს, საიდანაც 1943 წლის23 ნოემბერს, ზოოპარკის დაბომბვის შემდეგ გაუჩინარდა. სამი წლის შემდეგ ბრიტანელმა ჯარისკაცებმა იპოვეს და საბჭოთა კავშირს გადასცეს. მოსკოვში სატურნი 1946 წლის ივლისში ჩამოიყვანეს. მაშინვე გაჩნდა ხმები, თითქოს ის ადოლფ ჰიტლერს ეკუთვნოდა.
მოსკოვის ზოოპარკში ალიგატორმა 74 წელი დაჰყო .
«ის საკმაოდ კარგად არჩევდა საჭმელებს და კარგად იმახსოვრებდა მომვლელებს, უყვარდა ჯაგრისით მასაჟი. თუკი რაიმე არ მოეწონებოდა, შეეძლო დაელეწა ფოლადის ჭურჭელი, რომლითაც საჭმელს აწოდებდნენ ან დაენგრია ბეტონის დეკორაციები », — ყვებიან ზოოპარკის თანამშრომლები. 5 შეფასება არ არის
|