სისხლის სამართალი საცვალში მალავდა - ქალმა 10 წელიწადში 4 მილიონი დოლარის ბრილიანტები მოიპარა 2020, 21 მაისი, 15:47 ![]() გამოძიების თანახმად, კომპანიის მთავარი სპეციალისტს, ელენა კანუნიკოვას, (Елена Канунникова) 2006- 2019 წლებში, საწყობიდან საცვლებში დამალული გამოჰქონდა ძვირფასი ქვები . ბრალდებულს ჰყავდა 5 თანამზრახველი, რომელთაგანაც ორმა სრულად აღიარა დანაშაული და გამოძიებასთან ითანამშრომლა. მათი ჩვენების თანახმად, გაირკვა, რომ კანუნიკოვა თანამზრახველისგან იძენდა ე. წ. ტექნიკურ ალმასებს, რომლებიც გამოიყენება ხელსაწყოების დასამზადებლად, დებდა საწყობში, ხოლო სანაცვლოდ საიუველირო ბრილიანტები გამოჰქონდა. ![]() ელენა კანუნიკოვა სამართალდამცავებმა 2019 წლის 6 ივნისს დააკავეს, რა დროსაც მის საცვალში 22 მილიონი რუბლის ძვირფასი ქვები აღმოაჩინეს. შემდგომი ჩხრეკის დროს, გამომძიებლებმა ამოიღეს 500 დაუმუშავებელი ბრილიანტი, რომელიც იწონიდა 2000 კარატს, 3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 11 ბრილიანტი, 30 ბრილიანტით მოოჭვილი საათი და ნაღდი ფული - 2 მილიონი $ და ნახევარი მილიონი ევრო. ![]() ![]() 1427 4-ს მოსწონს
|