x
მეტი
  • 01.12.2022
  • სტატია:124017
  • ვიდეო:355496
  • სურათი:496585
პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე დააკავეს

imageსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ცენტრალური ოპერაციების კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ბორჯომში მცხოვრები, პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ძებნილი, შალვა აბულაძე დააკავეს.


ცნობისთვის, შალვა აბულაძემ რამდენიმე დღის წინ თბილისში, ვარკეთილში ორ პოლიციელს ცეცხლი გაუხსნა. ორივე პოლიციელი ადგილზე დაიჭრა, თუმცა ერთ-ერთი დაჭრილი პოლიციელი ბექა მარგიშვილი გარდაიცვალა.

0
342
2-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
342
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0