სხვა არაქნოფობია ანუ ობობის შიში 2012, 12 აგვისტო, 22:27 ![]() ამ ფობიისაგან განკურნება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური თერაპიით, რომლის დროსაც პაციენტს აპირისპირებენ მისი შიშის გამომწვევ ობიექტთანს, ამ შემთხვევაში, ობობასთან. თავდაპირველად ავადმყოფი ეგუება ობობის ფოტოს, ხოლო შემდეგ ხვდება რეალურ არაქნიდს. ასეთი მეთოდით იკურნება სხვა ფობიებიც, მაგალითად ქსენოფობია, ზოოფობია და ა.შ. ჰოოდა ამ სტატიას მივუძღვნი ჩემს თავს და ყველას ვისაც ეს შიში აწუხებს..ვეცდები თვითგანკურნების მეთოდი ჩავიტარო..დავდებ ამ საზიზგარი არსების ფოტოებს და თუ უეცრად გამომიხტა(ველოდები მაინც) იქნებ მომზადებული შევხვდე: )) ![]() ![]() ![]() რაღა დაგიმალოთ და ეს ობობა სადმე რომ გადამეყაროს, გული გამისკდება მაშინვე..: )) ![]() ![]() ![]() საბედნიეროდ საქართველოში ასეთი საშინელი ობობები არ ბინადრობენ, მაგრამ მაინც..მეტი ფოტო ვერ მოვიძიე მათი ყურებაც კი ცუდად მხდის და გამოგიტყდებით, რომ თვით განკურნების მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა, მაგრამ ამ ძებნა ძებნაში ისეთ საოცარ ობობას გადავაწყდიი: )) ახლავე გაგაცნობთ: ) ![]() ძალიან საყვარელია, არა?! მასზე ინფორმაციაც მოვიძიე..თურმე მისი სახელი გახვალთ “Theridion grallator”, რა თქმა უნდა ადამიანებმა მას უკვე შეარქვეს ახალი სახელი “Happy Face Spider” ბედნიერ სახიანი ობობა რომელიც რომ გიყურებთ სათამაშო გეგონებათ, იგი მხოლოდ ჰავაის ერთ-ერთ კუნძულზე ბინადრობს და არ გახლავთ მხოლოდ იმ სახის რომელსაც ახლა ხედავთ სურათზე, მას კვების მიხედვით, გააჩნია რას ჭამს, ეცვლება “კანის” ფერი ასე ვთქვათ ქამელეონი ობობაა. ისინი სიგრძეში მხოლოდ 5მმ იზრდებიან და მხოლოდ 5 სახეობა არსებობს ასეთი ობობების. ისინი პირველად 1973 წელს აღმოაჩინეს. ესეც სასაცილო ობობათა წარმომადგენლები.. ![]() 508 3-ს მოსწონს
|