სხვა ბერმუდის სამკუთხედი- მითი თუ რეალობა? 2012, 17 ივლისი, 1:15 ამ ადგილის შესახებ პირადად მე დიდხანს არ ვიცოდი არაფერი..შემდეგ კი ერთი ისტორია მოვისმინე..დარწმუნებული ვარ სიმართლე არ იქნება, მაგრამ მაინც გიამბობთ..ამ ადგილას გაუჩინარდა ცოლ-ქმარი, რომლებიც 30 წლის შემდეგ დაუბრუნდნენ ჩვეულებრივ ცხოვრებას და მათ განაცხადეს, რომ იქ დრო არ გადიოდა..რას ნიშნავს ეს? ნუთუ არსებობს სხვა განზომილებები? ძალიან დამაინტერესა და მოვიძიე ინფორმაცია ამის შესახებ, რომელსაც თქვენც გაგაცნობთ, იმედია დაგაინტერესებთ... "ეს არის ადგილი, რომელიც დღემდე ერთ-ერთი ამოუცნობია თავისი საიდუმლოებით წყნარ ოკეანეში, კერძოდ კი პუერტო-რიკოს, ფლორიდისა და ბერმუდის კუნძულებს შორის მდებარეობს და "ბერმუდის სამკუთხედი" ჰქვია. ეს არის ადგილი, რომელიც იქცა საიდულმო სასაფლაოდ, რადგან იქ მომხვედრი გემი თუ თვითმფრინავი უკვალოდ იკარგება. ბერმუდის სამკუთხედის ისტორია 1950 წლიდან იწყება, რადგან სწორედ მაშინ გახდა ცნობილი პირველად უცნაური გაუჩინარებების შესახებ, რომელიც ერთერთმა კორესპოდენტმა ახსენა. ეს ადგილი დედამიწაზე ერთადერთია, რომლის გამოკლვევა ადამიანებს დღესაც კი უჭირთ, რადგან იქ არაფერი არ ცოცხლობს და იქ მომხვედრი ნებისმიერი არსება უკან ვეღარ ბრუნდება. მკვლევარების აზრით ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში ბერმუდის სამკუთხედში 100-ზე მეტი გემი და თვითმფრინავი გაუჩინარდა. თუმცა ამაზე უცნაური ისაა, რომ რამდენიმე მათგანი რომელიც მკვლევარებმა აღმოჩინეს დარწმუნებით განაცხადეს, რომ ტექნიკურად ყველა გამართული იყო. ანუ თვითმფრინავიც და საზღვაო ხოლამდიც დაზიანების გარეშე ჩაიძირა. ერთერთი ყველაზე გახმაურებული ინფორმაცია სატვირთო გემს უკავშირდება, რომელსაც "სანდრა" ერქვა.ეს გემი 1951 წელს გავიდა აშშ-დან და ვენესუელაში მიდიოდა, თუმცა შტორმის შედეგად უკვალოდ გაქრა. გავიდა 5 დღე და გემმა ვენესუალემდე ვერ მიაგწია, შედეგად გაჩნდა ეჭვი, რომ გემი შტორმმა დააზიანა და მისი ჩაძირვის მიზეზი გახდა. მეექვსე დღეს მის მოსაძებნად სამაშველო გემი გაემგზავრა, თუმცა მეორე დღეს ისიც უკვალოდ გაქრა და აქედან დაწყებული "ბერმუდის სამკუთხედი" გემებისა და თვითმფრინავების სასაფლაოდ იქცა. მეცნიერებსა და მკველარებს დღემდე არ შეუძლიათ დაზუსტებით იმის თქმა, თუ რა არის რეალურად ამ უცნაური საიდუმლოების მიზეზი, რადგან ყოველ ცდას რომ გაიგონ რახდება, გაუჩინარებით მთავრდება.." 381 3-ს მოსწონს
|