რიცხვების ეს კომბინაცია არასოდეს მაშინებდა, თუმცა ამ ბოლო დროს ძალიან დამაინტერესა..შეიძლეება მართლაც რაიმე მაგიურ ძალას ატარებდეს? ეს არ ვიცი, მაგრამ ადამიანის განწყობაზე საშინლად რომ მოქმედებს ვიცი..აი, მე მაგალითად გამოცდების პერიოდში, როცა ნივთებს ვაბარებდი, მომცეს ბარათი..666..დანახვისთანავე გუნება-განწყობა შემეცვალა და საშინლად დათრგუნული შევედი გამოცდაზე..მიუხედავად იმისა, რომ უნარები არასოდეს მიჭირდა, გამოცდაზე კარგად ვერ დავწერე..შემდეგ გამოცდაზე მივიღე ბარათი..661 და მე_6 სართულთან ერთად მე-6 მაგიდა....თითქმის ყველა გამოცდაზე ვიღებდი სამი 6-იანის კომბინაციას..: )) იმედი მაქვს ყოველივე ეს სისულელეა და ხელს არ შემიშლის, მაგრამ მაინტერესებს რა ისტორიას ატარებს ეს კომბინაცია? ვერაფრით მოვიძიე ინფორმაცია.. რატომ ითვლება ის სატანის სიმბოლოდ? (იქნებ აქ მაინც მივიღო კითხვაზე პასუხი)...