x
არაქნოფობია ანუ ობობის შიში
imageსულ რამდენიმე წუთის წინ ჩემი და შემოვარდა კივილით, კომპიუტერთან იცი რამხელა ობობა იყოო? არ მინახავს მე, მაგრამ შიშს ვერ ვერევი ახლაც..ძლივს მოვაღწიე კომპიუტერამდე, ამ ოთახში აღარ შემოვდიოდი, მაგრამ რას არ გვაკეთებინებს ეს კომპიუტერი: )) ახლა ვზივარ და მგონია რომ ობობა დამესხმება თავს:D მთელ სხეულზე ვგრძნობ რომ დაცოცავს რაღაც, მაგრამ ფაქტი ჯიუტია_არაფერია! (მაინც მეშინია) მოკლედ ამ სტატიას ვუძღვნი ობობის შიშს ანუ არაქნოფობიას.. არაქნოფობია აღნიშნავს ობობების პანიკურ შიშს. თვით სიტყვის პირველი ნაწილი უკავშირდება ბერძნულ მითოლოგიას და წამოსულია გმირი ქალის არაქნის სახელიდან. ქალღმერთმა ათენამ იგი ობობად გადააქცია.
ამ ფობიისაგან განკურნება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური თერაპიით, რომლის დროსაც პაციენტს აპირისპირებენ მისი შიშის გამომწვევ ობიექტთანს, ამ შემთხვევაში, ობობასთან. თავდაპირველად ავადმყოფი ეგუება ობობის ფოტოს, ხოლო შემდეგ ხვდება რეალურ არაქნიდს. ასეთი მეთოდით იკურნება სხვა ფობიებიც, მაგალითად ქსენოფობია, ზოოფობია და ა.შ. ჰოოდა ამ სტატიას მივუძღვნი ჩემს თავს და ყველას ვისაც ეს შიში აწუხებს..ვეცდები თვითგანკურნების მეთოდი ჩავიტარო..დავდებ ამ საზიზგარი არსების ფოტოებს და თუ უეცრად გამომიხტა(ველოდები მაინც) იქნებ მომზადებული შევხვდე: )) imageimageimage
















რაღა დაგიმალოთ და ეს ობობა სადმე რომ გადამეყაროს, გული გამისკდება მაშინვე..: ))



imageimageimage





























საბედნიეროდ საქართველოში ასეთი საშინელი ობობები არ ბინადრობენ, მაგრამ მაინც..მეტი ფოტო ვერ მოვიძიე მათი ყურებაც კი ცუდად მხდის და გამოგიტყდებით, რომ თვით განკურნების მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა, მაგრამ ამ ძებნა ძებნაში ისეთ საოცარ ობობას გადავაწყდიი: )) ახლავე გაგაცნობთ: )


image




ძალიან საყვარელია, არა?! მასზე ინფორმაციაც მოვიძიე..თურმე მისი სახელი გახვალთ “Theridion grallator”, რა თქმა უნდა ადამიანებმა მას უკვე შეარქვეს ახალი სახელი “Happy Face Spider” ბედნიერ სახიანი ობობა რომელიც რომ გიყურებთ სათამაშო გეგონებათ, იგი მხოლოდ ჰავაის ერთ-ერთ კუნძულზე ბინადრობს და არ გახლავთ მხოლოდ იმ სახის რომელსაც ახლა ხედავთ სურათზე, მას კვების მიხედვით, გააჩნია რას ჭამს, ეცვლება “კანის” ფერი ასე ვთქვათ ქამელეონი ობობაა. ისინი სიგრძეში მხოლოდ 5მმ იზრდებიან და მხოლოდ 5 სახეობა არსებობს ასეთი ობობების. ისინი პირველად 1973 წელს აღმოაჩინეს.
ესეც სასაცილო ობობათა წარმომადგენლები..image

5
509
3-ს მოსწონს
ავტორი:ინფანტა
ინფანტა
509
  
2013, 10 აგვისტო, 12:54
ჰმ. მარცხენა სვეტის მერე და მეოთხე ობობები საქართველოში არსებობენ.
2013, 12 აპრილი, 17:42
საქართველოში არაა შხამიანი ობობები? აბა კარაკურტი რა არის? არასდროს გაეკაროთ შავ ობობას წითელი ლაქებით. მისი ნაკბენი ჩხრიალა გველისაზე საშიშია
2012, 16 აგვისტო, 9:54
რატომ უნდა გეშინოდეს საქართველოში ობობის ვერ ვხვდები. აქ შხამიანები არ არსებობენ, მარტო დებილი ობობები არიან, უაზრო. ადექი და გასრისე თუ ასე გეშინია, იქნებ მერე აღარ შეგეშინდეს.
2012, 12 აგვისტო, 22:34
რას ლაპარაკობ?:D როგორ მოვძებნო?:D
2012, 12 აგვისტო, 22:33
მოძებნე ეგ ოხერი და გაგდე გარეთ, სანამ მაგ ოთახშია მშვიდად ვერ იქნებით :D პირადად ობობებს რომ ვაწყდები შახლში ხელით ვიღებ და გარეთ გამყავს, მოკვლით არ ვკლავ სამისოდ ძალიან კეთილი ვბრძანდები :)
0 1 5