x
მეტი
  • 26.12.2024
  • სტატია:139051
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512602
შემოდგომის "ფერადი" ფოთოლი
მწვანე ფოთოლი...ჩემი ცხოვრების მწვანე ფოთოლიimage...დრო გადის...მოსწონთ და შენატრიან. სიცოცხლით ავსებთ, თუმცა ავიწყდებათ, რომ დრო გადის...გადის და თავისი ცვლილებებით მოდის!

ფოთოლმა ფერი იცვალა...სულ ცოტათი გახუნდა...მაინც სანატრელი, ხალისით სავსე და ლამაზი...ჯერ კიდევ ხედავენ მას "ფერადს", იმდენად რომ "შავ-თეთრი" აღარ ჩანს...ესეც დროის გადასაწყვეტი საკითხია! დროის, რომელიც მხოლოდ სიყვარულს ინდობს და მხოლოდ სიძლიერე და მოთმინება უძლებს!!!

ხე, რომელზეც "გახუნებული" ფოთოლი ცოცხლობს ბერდება, ხმება, მაგრამ ფესვები აძლიერებენ, იმაზე მეტად ვიდრე შეუძლიათ. მთავარია გამოსდით..! როგორ? მარტივად! უბრალოდ, სურვილი აქვთ, გულით სურთ...

აი, შემოდგომაც...მრავალი გაზაფხულის შემდეგ...მრავალის-მეთქი ვამბობ...ყვითლი ფოთოლი...განსხვავებულად ეფერადებათ, სხვადასხვანაირად აღიქვამენ მის სილამაზეს.... მაინც სიცოცხლით სავსე და ხალასი ფოთოლი... ის უკვე იმდენად "ფერადია" რამდენადაც სურთ რომ იყოს. იმდენად, რამდენადაც აღიქვამენ...


ფერადი ფოთოლი...ხმელ ფოთლებს შორის მიწაზე! ფესვებმა დროსა და ცვლილებებს ვერ გაუძლო...

პ.ს. ...თუმცა შეიძლება შემოდგომის ფოთოლზე ყავისფერის გარდა სხვა ფერის დანახვა...

0
257
შეფასება არ არის
ავტორი:ლუცო
ლუცო
257
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0