x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სექსი და სპორტი - რატომ უქრებათ მამაკაცებს ინტიმური კავშირის სურვილი?
image

ქალი თუ ამჩნევს, რომ პარტნიორს აღარ აინტერესებს ინტიმური ცხოვრება, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს სპორტი.


ამერიკულ ჟურნალ Medicine & Science in Sports & Exercise- ში გამოქვეყნებულმა ბოლოდროინდელმა კვლევამ დაადასტურა ინტენსიურ ვარჯიშსა და ლიბიდოს დაქვეითებას შორის კავშირი.(მაგალითად, მზადება ტრიატლონისთვის ან მარათონული რბოლისთვის)


კვლევაში მონაწილეობა მიიღო 1077 კაცმა, ლიბიდოს ნორმა დაყოფილი იყო სამ კატეგორიად: "დაბალი", "ნორმალური და "მაღალი". ცხადია, სავარჯიშოს ნორმა, რის შემდეგაც იკლებს ლიბიდო, თითოეულს აქვს ინდივიდუალური, მაგრამ ბევრი მათგანი, რომელთა ლიბიდოც დაქვეითებული იყო, ინტენსიური და გრძელვადიანი ფიზიკურ აქტივობით გამოირჩეოდა.



მეცნიერები თვლიან, რომ სპორტსა და სექსს შორის კავშირი გამომუშავებული ტესტოსტერონის შემცირებით არის განპირობებული. აქტიური ფიზიკური ვარჯიშის შედეგად, სხეული იწყებს "საწვავის" დაზოგვას და რადგან დიდი ენერგია სჭირდება ინტიმურ კავშირს, ტესტოსტერონის წარმოება მცირდება, ასე ვთქვათ, "უკეთეს დრომდე".


როგორ დავადგინოთ, რომ ჰორმონალური ფონი დარღვეულია? თუ მამაკაცი მუდმივად უჩივის დაღლილობას და აღარ აქვს სურვილი შეასრულოს საყვარელი ვარჯიშები, -ეს სერიოზული ნიშანია.

ამის დადასტურება შესაძლებელია ტესტოსტერონზე ანალიზის ჩაბარების შემდეგ.

ამის შემდეგ რეკომენდირებულია ვარჯიშის ინტენსივობის შემცირება, დასვენებისთის მეტი დროის გამოყოფა, ლიბიდოს აღდგენას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს.


ქალებში აქტიური სპორტის გავლენა უკეთესად არის შესწავლილი: ყველაზე ხშირად მათ ემართებათ ამენორეა (მენსტრუაციის შეწყვეტა ან მენსტრუალური პერიოდის გამოტოვება).

1
826
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
826
  
2020, 13 მაისი, 12:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1