საზოგადოება #მოუსმინეწიგნებს - თანამედროვე ქართული ბესტსელერების აუდიოვერსიები 2020, 8 მაისი, 17:34 ცხოვრების აჩქარებული ტემპის გამო, რთულია, ისე გავუმკლავდეთ ყოველდღიურობას, რომ ფეხი ავუწყოთ თანამედროვე ტენდენციებს ყველა სფეროში. დროის დეფიციტი, მეორე მხრივ კი, გადაღლილობა, ხშირად გვიშლის ხელს, წავიკითხოთ სასურველი წიგნები. აუდიოწიგნების პლატფორმა gudabooks.ge და აპლიკაცია „გუდა“ მოსახერხებელ ალტერნატივას გვთავაზობს. შეგვიძლია, წამოვწვეთ, თვალები დავხუჭოთ და წიგნებს მოვუსმინოთ; ასევე, აუდიოწიგნების დამხარებით, შეგვიძლია, დრო დავზოგოთ და ვუსმინოთ წიგნებს ვარჯიშის, სეირნობის, სახლის დალაგების პარალელურად; ან სასიამოვნოდ გავატაროთ რიგში დგომის წუთები. გთავაზობთ თანამედროვე ქართული ბესტსელერების აუდიოვერსიებს, რომელთა გასაცნობად, შესაძლოა, აქამდე დრო არ გყოფნიდათ: ელის დოჯსონი -რაფლეზია „დიდი ხანია აუდიოწიგნებით ვსარგებლობ, რაც ჩემთვის ძალიან კომფორტულია. ვუსმენ სახლის დალაგების, საჭმლის მომზადების, ქსოვის, სეირნობის დროს. ამით დროს საგრძნობლად ვიგებ. „ორი ერთში“ - ასე ვეძახი ყოველთვის ამ პროცედურას - საქმის კეთებისას, აუდიოწიგნების მოსმენას“, - ელის დოჯსონი. შორენა ხუხუა - „შემოვალ ეტლით“ „აუდიოწიგნები მნიშვნელოვანია უსინათლოებისათვის, რათა მათ სრულად შეძლონ მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებში ჩართვა. ჩემი წიგნიც სოციალური რომანია და შშმ პირებს ეძღვნება. ვფიქრობ, ყველა წიგნი უნდა იყოს ადაპტირებული და ხელმისაწვდომი ყველა ადამიანისათვის“, - შორენა ხუხუა. თათული ღვინიანიძე - „აღიარება ხელისგულზე“ „პირველად, რომანის „აღიარება ხელისგულზე“ აუდიოვერსია რომ მოვისმინე, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მსახიობის ხმამ ჩემ თვალწინ გააცოცხლა პერსონაჟები. აუდიოწიგნები - ეს არის ახალი შესაძლებლობები, ლიტერატურის მოყვარულებისათვის ჰორიზონტის გაფართოება და ახალი ემოციების პალიტრის შეთავაზება“, - თათული ღვინიანიძე. ნიკოლოზ ტოტოღაშვილი - „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“ „დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, აუდიოწიგნები ძალიან მოსახერხებელი და კომფორტულია. მაშინ, როცა კითხვის დრო და ენერგია თითქმის არ გვაქვს, შეგვიძლია წიგნებს მოვუსმინოთ და ასე გავხდეთ პერსონაჟებთან ერთად, ახალი ლიტერატურული თავგადასავლების ნაწილი“, - ნიკოლოზ ტოტოღაშვილი. თეა ინასარიძე - „გათხოვილის დღიური“ „თანამედროვე ადამიანს რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება და სასიამოვნოს სასარგებლოსთან შეთავსება შეუძლია. ახლა უკვე გვაქვს შესაძლებლობა, მოსაწყენ და რუტინულ საქმიანობასთან ერთად, აუდიოწიგნებს მოვუსმინოთ. ხმოვანი წიგნების მოსმენისას, ხელები თავისუფალია, თვალები კი დასვენებული. აუდიოპლატფორმა gudabooks.ge კი წიგნების ფართო არჩევანს გვთავაზობს, “ - თეა ინასარიძე. იმისათვის, რომ ისარგებლოთ აუდიოწიგნებით, უნდა დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე gudabooks.ge და ჩამოტვირთოთ აპლიკაცია „გუდა“. დეტალური ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე 123 3-ს მოსწონს
|