სხვა სტეფანი მეიერმა ,,ბინდის" ახალი ნაწილი დააანონსა 2020, 5 მაისი, 18:07 პოპულარული ვამპირული საგის სერიების ავტორმა, სტეფანი მეიერმა წიგნის ახალი ნაწილის შესახებ ამცნო ფანებს. ბინდის პირველი ნაწილი 2005 წელს გამოვიდა და მსოფლიოს მასშტაბით 100 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა, ხოლო მის მიხედვიზტ გადაღებულმა ფილმმა 3.3 მილიარდამდე შემოსავალი მოუტანა სტუდიას.
ბესტსელერის ავტორის თქმით, ახალი ნაწილი 4 აგვისტოს გამოვა გაყიდვებში და მასში მოვლენები აღწერილი ედვარდ კალენის თვალით იქნება. გარდა ამისა მკითხველები გაიგებენ იმასაც, თუ როგორ ცხოვრობდა ედვარდ კალენი ვამპირობამდე და მის შემდეგ. 85 შეფასება არ არის
|