საზოგადოება მაისიდან, ჟურნალ „ისტორიანთან“ ერთად, „საქართველოს ილუსტრირებული ისტორია“ გამოვა 2020, 30 აპრილი, 13:31 მაისიდან, თვეში ერთხელ, მკითხველი, ჟურნალ „ისტორიანთან“ ერთად, „საქართველოს ილუსტრირებულ ისტორიას“ სპეციალურ ფასად მიიღებს. წიგნების ამ სერიის შესაქმნელად, მეცნიერების, მხატვრების, ფილოლოგების თუ ტექნიკური პერსონალის დიდი გუნდი 3 წლის განმავლობაში დაუღალავად შრომობდა და შრომობს დღესაც. საქართველოს ისტორიის ეს ვიზუალური რეკონსტრუქცია მთავარ მოვლენებს, მნიშვნელოვან ფაქტებს, ოდესღაც რეალურად მომხდარ ამბებს ცალკეულ წიგნებად ყოფს და ერთ დიდ, მთავარ სერიად აერთიანებს. სერია ყველა ასაკის ადამიანისთვის, ოჯახის ყველა წევრისთვის არის განკუთვნილი. დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით, შეიქმნა თითოეული ეპოქის საბრძოლო თუ საერო, საეკლესიო კოსტიუმები, არქიტექტურული ძეგლები, რუკები და სხვ. ყოველი აღწერილი ამბავი, ეპიზოდი, დეტალი, უნიკალური სამუზეუმო ექსპონატი, ფოტო და ფრესკა დოკუმენტურ სიზუსტეს სძენს წიგნებს. მაისის ნომერთან ერთად, გამოვა ტომი I – „თამარ მეფე“. წიგნის სპეციალურ ფასი 6, 00 ლარი იქნება, ჟურნალ „ისტორიანთან“ ერთად კი - 9, 00 ლარი. ელვამარკეტების ჩამონათვალი, სადაც შეგიძლიათ, შეიძინოთ წიგნი მარკეტების მისამართები, სადაც პრესასთან ერთად, წიგნის შეძენას შეძლებთ 8 1-ს მოსწონს
|