საზოგადოება ექიმი ფაუჩი, რომელსაც ამერიკელები ყველაზე მეტად ენდობიან - გაიცანით "აშშ-ს ამირან გამყრელიძე" 2020, 30 აპრილი, 12:48 აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ექიმ ენტონი ფაუჩის ხმა აშშ-ში დღეს ყველაზე სანდო ხმად მიიჩნევა. მის რჩევებს საზოგადოების დიდი ნაწილი ითვალისწინებს. კორონავირუსთან ბრძოლის დროს, მისი განცხადებები ადამიანებს ფაქტებისა და ყალბი ინფორმაციის გამიჯვნაში ეხმარება. თუ ექიმი ენტონი ფაუჩი იტყვის, ეს ნიშნავს, რომ სანდოა, ნიშნავს, რომ მას უნდა დაუჯერო, მისი რეკომენდაციები გაითვალისწინო. საზოგადოებაში ვირუსებით გამოწვეული შიში და დაბნეულობა ფაუჩისთვის ახალი არ არის - 30 წელზე მეტია იბრძვის HIV ინფექციის, სარსის, მერსის, ებოლასა და სხვა დაავადებების წინააღმდეგ. ფაუჩი აშშ-ში დაახლოებით იმავე უწყებას ხელმძღვანელობს, რასაც ამირან გამყრელიძე საქართველოში - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს. თუმცა, მისი პერსონა საქართველოში კორონავირუსთან მებრძოლ კიდევ ერთ მედიკოსს - თენგიზ ცერცვაძესაც მოგაგონებთ. ფაუჩი მოქალაქეებს ესაუბრება მარტივი და გასაგები ენით, სამედიცინო ინფორმაციას არასამედიცინო ლექსიკით აცნობს. აშშ-ის ინფექციური დაავადებების მთავარი ექსპერტი და ქვეყნის მთავარი ექიმი 79 წლისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ COVID-19-ით ინფიცირების რისკ ჯგუფს მიეკუთვნება, მაგრამ მიუხედავად ასაკისა, ამ რთულ პერიოდში დღე და ღამე მუშაობს და მხოლოდ რამდენიმე საათი სძინავს. საათების განმავლობაში ესაუბრება ტელევიზიებს, ახალი ამბების სააგენტოებს, აქვს ჩართვები ინტერნეტში და საზოგადოებას COVID-19-ზე დაუღალავად აწვდის ინფორმაციას. ამასთან ერთად, ახერხებს იცხოვრობს ჯანსაღად, ყოველთვის ვარჯიშობს და დროს სირბილისთვისაც გამონახავს ხოლმე. ფაუჩი კორონავირუსის პანდემიის დროს ტრამპის ადმინისტრაციის განუყოფელი ნაწილი გახდა. მისი მონაწილეობის გარეშე პრეზიდენტი ბრიფინგებს კორონავირუსთან დაკავშირებით იშვიათად მართავს. ასე იმიტომ ხდება, რომ ექიმი ამერიკაში ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობს და როგორც "ალ ჯაზირა“ წერს, ამას ბოლო კვლევებიც ადასტურებს. ფაუჩი ბრუკლინში, ნიუ-იორკში შობის ღამეს, 1940 წელს, იტალიურ-ამერიკულ ოჯახში დაიბადა. ის აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 1984 წლიდან მუშაობს. ენტონი ფაუჩი მთავარი ადამიანია ახლა ტრამპის ადმინისტრაციის კორონავირუსთან ბრძოლის ჯგუფში. ენტონი ფაუჩი მსოფლიოში აღიარებულია როგორც ინფექციური დაავადებების ექსპერტი. რონალდ რეიგანის შემდეგ, ის აშშ-ის ყველა პრეზიდენტის მრჩეველი იყო. მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი HIV ინფექციის კვლევაში. ექიმ ფაუჩის ადრეული ცხოვრებაფაუჩის მამას კოლუმბიის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული და ფარმაცევტი იყო. ბავშვებაში მუდმივად რეცეპტებსა და წამლების შემადგენლობას ეცნობოდა. ენტონი ფაუჩის ბებია და ბაბუა ანტონინო ფაუჩი და კალოგერა გუარდინო იტალიიდან, სიცილიის რეგიონიდან იყვნენ. მისი წინაპრები მე-19 საუკუნის მიწურულს იტალიიდან ამერიკაში გადავიდნენ საცხოვრებლად. ენტონი ფაუჩი კათოლიკეა. მან მანჰეტენზე „რეჯის ჰაი სქული“ დაამთავრა და სკოლაში კალათბურთის გუნდის კაპიტანიც კი იყო. სკოლის შემდეგ სწავლა Holly Cross-ის კოლეჯში გააგრძელა, რომელიც 1962 წელს დაამთავრა და ხელოვნების ბაკალავრის სტატუსი მიიღო. ამის შემდეგ ფაუჩი კორნელის უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯში იწყებს სწავლას, სადაც 1966 წელს მედიცინის დოქტორის სტატუსი მიიღო. გაიარა სტაჟირება, მუშაობდა კორნელის სამედიცინო ცენტრში. 1968 წელს ფაუჩი ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტს შეუერთდა და 1974 წელს კლინიკური ფიზიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი გახდა, 1980 წელს იმუნორეგულაციის განყოფილებას ჩაუდგა სათავეში, ხოლო 1984 წელს ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი გახდა. ექიმ ფაუჩს ამირიკისა და მსოფლიოს 30 უნივერსიტეტში საპატიო დოქტორის წოდება აქვს. ექიმის ოჯახიექიმი ფაუჩი ბიოეთიკოსსა და მედდაზე, კრისტინ გრედიზეა დაქორწინებული. განაგრძეთ კითხვა <<< 264 1-ს მოსწონს
|