x
image
მაკუნა
Mediator image
ნოდარ მგალობლიშვილის პოლიტიკური მონოლოგი_სადაც უპრინციპობა არაა, იქ პრინციპი ვერ აღმოცენდება

image“უპრინციპობა ყველა ეპოქისთვისაა დამახასიათებელი...სადაც უპრინციპობა არაა, იქ პრინციპი ვერ აღმოცენდება.იმ პოლიტიკურმა ქაოსმა, რაც დღეს ქვეყანაშია, ჭეშმარიტება უნდა წარმოშვას, ” _ ამ სიტყვებით დაიწყოპოლიტიკური მონოლოგი სახალხო არტისტმა ნოდარმგალობლიშვილმა, რომელიც “ნაციონალურ”ხელისუფლებას წლებია, დაუფარავად აკრიტიკებს.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენის შემდეგკი, 80 წელს მიღწეული მსახიობი სოფელ-სოფელ დადის და მოსახლეობას “ქართული ოცნების”მხარდაჭერისკენ მოუწოდებს:


“ყველა ადამიანი რაღაც მისიით იბადება და თუ ამას ვერ გააცნობიერებს, მისი მომავალი _ კარიერა და ცხოვრება ძალიან რთული იქნება. ისეთ სამყაროში დავიბადე და გავიზარდე, რასაც კომუნისტური წყობა ერქვა. ამიტომ, პოლიტიკა თავიდანვე შემეხო _ ძალინ პატარა ვიყავი, როცა ჩემი გვარის ყველა წარმომადგენლები დააპატიმრეს და დახვრიტეს. კომუნისტებმა მამაჩემის ბიძაშვილი, გერმანე მგალობლიშვილი გერმანიში ჯერ სასწავლებლად გაგზავნეს, მერე კი, დახვრიტეს. მამაჩემი 1939 წელს დააპატიმრეს, შემდეგ კი, პატიმრობის სანაცვლოდ, როგორც “შტრაფნიკი”, სამამულო ომში გაუშვეს, ქერჩში იბრძოდა. მართალია, მამა მხოლოდ ფიზიკურად კი არა, მორალურადაც ტრამვირებული იყო, ზნეობრიობა სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა. მეც უზნეობასთან მებრძოლად ვიქეცი და ზუსტად ამ მიზეზით ვთქვი თავის დროზე ღირსების ორდენზე უარი. დღემდე ასე მოვედი _ მთელი ცხოვრება, რაც არ მომწონს, იმის საწინააღმდეგოდ პროტესტს გამოვთქვამ და იმასაც მივხვდი, რომ ყველა მთავრობა საკრიტიკებელია.”

ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენით გამოწვეულ სიხარულს მსახიობი არ მალავს და ამასთანდაკავშირებით საინტერესო ისტორიას ჰყვება:

“2006 წელს მოწამეთაში გახლდით, ბერ მამა გიორგი ბასილაძესთან. მაშინ ბერმა 2012 წელი საქართველოს გაბრწყინების დასაწყისად დაასახელა. ამ ნათქვამზე სულ ვფიქრობდი და ვერ გამეგო, თუ რა შეიძლება მომხდარიყო 2012 წელს. 2011 წლის ოქტომბერში ივანიშვილის გამოჩენემ შეძრა სრულიად საქართველო და ამ პოლიტიკურმა გარღვევამ ადამიანებს რეალური ალტერნატივა გაუჩინა _ თუ ადამიანები აქამდე პოლიტიკურ დასაყრდენს ოპოზიციაში ვერ ხედავდნენ, ოქტომბრის შემდეგ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. ჩემთვის ყველაზე დამაიმედებელი ისაა, რომ კარგად ვიცი ივანიშვილის რუსეთში მოღვაწეობის პერიოდი. ამ კაცს მთელი ცხოვრება ისეთ ორომტრიალში აქვს გატარებული და ისეთი ურთულესი ლაბირინთები აქვს გამოვლილი, რომ მისთვის ქართველების პრობლემების გადაჭრა ადვილია. ამბობენ, ფულით მოვიდაო, მაგრამ ფულით კი არა, კაცობით მოვიდა, ფულიც რომ არ ჰქონოდა, შეიძლება, მაინც მოსულიყო, თუმცა ფული მეტი იმედია!.. მაგის შნო, გამბედაობა და ვაჟკაცობა სად აქვთ, რომ ღირსეულად შეებრძოლონ ბიძინას?! რა მოუვიდათ, ხომ დაინახეთ, როცა 7 ოქტომბერს ბიძინამ პირველი განცხადება გააკეთა _ ათში მოქალაქეობა წაართვეს. ეს აბსოლუტური კრეტინიზმია. შე კაი ადამიანო, ხომ გაქვს წაღებული ბევრი, დაუყვავე და უთხარი: “ბიძინა, ჩვენ ხომ ძველი მეგობრები ვართ, მოდი, ერთად ვმართოთ ქვეყანა!” მოთაფლე, უთხარი, დავამშვიდოთ ქვეყანა, ნუ მივცემთ გაღიზიანების საშუალებას ხალხს, მოდი, არჩევნები წყნარად ჩავატაროთო, მაგრამ არა, ასე არ მოიქცნენ! როცა აფთარი ხარ, შენ თავსაც არ ინდობ და ერს როგორ დაინდობ?! ესენი ხომ ქვეყნისთვის არ არიან მოსულები. საზღვარი აღარ არსებობს _ შემოდის ქვეყანაში სომეხი, აზერბაიჯანელი, ინდოელი, ჩინელი, ირანელი. ასეთ მცირერიცხოვან ქვეყანას რომ აცხადებ ტურიზმის ქვეყანად და ყველას კარს უღებ, არ შეიძლება _ შეგჭამს უცხოტომელი. ბათუმში, თურმე, არის დაჭყლეტილი ბოთლი, კვერცხების რაღაცა მაიმუნობა, ახლა კიდე, რაღაცას აშენებს, თურმე, კვირაში ერთხელ ჭაჭა რომ უნდა გადმოვიდეს, ვიღაცა გამოთვრება და იტყვის, ხედავ რა ცხოვრებააო... ეს აბსოლუტურად დამნაშავე რეჟიმია. დამნაშავეებ იყვნენ კომუნისტებიც _ 30 წლებში ხალხს ხვრეტდნენ, მაგრამ ესენი, რა, ნაკლებები არიან? კომუნისტები ხალხს ქუჩაში მაინც არ ხოცევდნენ!
რაც დრო გადის, აბსოლუტურად ერყევათ ფსიქიკა. არ ვიცი, რამდენი პროცენტით და როგორ მოვა ერთი, ან მეორე მხარე პარლამენტში, მაგრამ ვიცი, რომ ამათ ქვეყანა აღარ უნდა მართონ! სააკაშვილი ცრემლებს რომ აფრქვევს, ეს რაღა უბედურებაა _ მსახიობისთვისაც კი არ არის მომგებიანი მანერულად ტირილი სცენაზე, ასეთი რამეებით მაყურებლის გულს ვერ იგებ. პოლიტიკოსი ხომ, საერთოდ, სასაცილოა ატირებული!

ბატონი ნოდარი დანანებით ამბობს, რომ მთავრობაზე მეტად იმ ადამიანებზეა ნაწყენი დაგაბრაზებული, ვისაც სოლიდარობის განცდა არ აქვთ:

“იმ დონის ადამიანი არ ვარ და როგორც შემოქმედს, არ მაქვს უფლება, ერზე ხმამაღლა ვთქვა, ფურთხის ღირსი ხარ-მეთქი, მაგრამ გულში ვამბობ იმიტომ კი არა, რომ ადამიანი მეზიზღება. უბრალოდ, ძალიან გაბრაზებული ვარ! ერთხელ, მახსოვს, ერთი შაოსანი ქალი, რომელსაც შვილი მოუკლეს, ამბობდა: ახლა კი არ მომიკლესო შვილი, გირგვლიანი რომ მოკლეს და დედამისს გევრდით არ დავუდექი, ჩემი შვილიც მაშინ მოკლესო.
იცით, რაა?! _ როცა გაუჭირდათ პედაგოგებს, არ გამოვიდნენ მწერლები; როცა მწერლებს გაუჭირდათ, არ გამოვიდნენ მსახიობები. ამიტომ ვამბობ, ხალხი იმის ღირსია, რაც გვაქვს. არ ვართ ობიექტურები, როცა გავიძახით, ჩვენზე მაგარი და ნიჭიერი ერი არაა, ჩვენზე მაგარი ტრადიცია არავის აქვსო. გაჩერდი, კაცო, რას ედრები სხვას, დედამიწის ჩვეულებრივი წარმომადგენელი ხარ! მაგარი კი არა, შეშინებული და შეურაცხყოფილი ერი ხარ, ხმის ამოღებაც კი აღარ გინდა, ისე დაგაკნინეს!
ადამიანი, რომელიც საზოგადოებისთვის მისაბაძია, საკუთარ თავს, ქცევებსა და, გამონათქვამებს უნდა აკონტროლებდეს და როცა ერთ მხარიდან მეორეზე გადადის, ეს ხალხში მედროვეობის განცდას იწვევს. თუ ადამიანს პრინციპი აქვს, ჩანს, მაგრამ აქეთ-იქით უპრინციპოდ ხეტიალიც არ იმალება. დღეს ბევრი ასეთი ადამიანი ცდილობს, მოხვდეს ივანიშვილის გვერდით, ეს გაიძვერობაა. თქვენ გგონიათ, არ იცის ეს ბიძინამ? ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ყველა შეისწავლა, მაგრამ ჯერ მუხრუჭები აქვს.
ბიძინა ივანიშვილს ლომსა და ვეფხვს კი არა, ავაზას ვადარებ _ აი, ეგეთი ტიპია. როცა ადამიანს ცხოველს ამსგავსებენ, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ერთადერთი ადამიანი, რომელიც არც ერთ ცხოველს არ ჰგავს, სააკაშვილია _ ჯერ ასეთი ცხოველი არ დაბადებულა!”

შეკითხვას _ არიან თუ არა ივანიშვილის გუნდში მოღალატეები? _ მსახიობი ასე პასუხობს:

“ივანიშვილის გარემოცვაში ბევრი რამე და ვინმე არ მომწონს, მაგრამ ეს დროის ამბავია _ დრო ყველას თავის ადგილს მიუჩენს. ადვილი შესაძლებელია, უღალატონ, მაგრამ ახლა _ არა. რამდენიმეზე მაქვს ეჭვი, მაგრამ ჩემს ეჭვებს ახლა ვერ ვიტყვი. ყველაზე არაპოპულარული ძალა კი, არაა დასამალი, რომ “რესპუბლიკელები” არიან. მათზე დადებითიც შემიძლია ვთქვა, მაგრამ ერთი ფაქტია: ეროვნულობის შეგრძნება ამ პოლიტიკურ ჯგუფს არ აქვს. ისინი ეწინააღმდეგებიან ყოველგვარ ეროვნულს, ამაზე უამრავჯერ მქონია კამათი მათთან. ერთია კიდევ: “რესპუბლიკელებმა” იციან გვერდით გახტომა, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვხედავ და ამის საფრთხეც შესაძლოა, დადგეს...
საშინელი სიტუაციაა სოფლებში _ აბსოლუტურ სინბნელეში ცხოვრობს ხალხი. სადაც ჩავედი, ყველა მეუბნებოდა, ოცნება რომ შემოვხაზო, ამას ხომ გაიგებენო? ერთ-ერთ შეხვედრაზე მოსახლემ თქვა, როგორ ვერ გაიგებენ, ვის ვაძლევთ ხმას, გვეუბნებიან, “ხუთიანს” რომ შემოხაზავ, სურათი უნდა გადაუღოთო...
აი, გავიმარჯვეთ, მოვიდა ახალი მთავრობა, დაიწმინდა ამღვრეული წყალი, მაგრამ გაივლის ორიო თვე და, ვაითუ, საზოგადოებაში გაჩნდეს ასეთი განწყობილება: ყველაფერი კარგია, მაგრამ მე რა _ რა სიკეთე მერგო? მეშინია სულსწრაფობის, უმადურობის გამჟღავნების იმიტომ, რომ ადამიანში ესეცაა. ბატონმა ბიძინამ თქვა, ძალიან მალე ყველაფრის შესრულებას ნუ ელითო და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს...
ყველა ციხეში უნდა ჩასვა, ვინც ქვეყანა ასეთ ქაოსამდე მიიყვანა! ერთადერთი, ვინც უნდა გაათავისუფლო, მიშააა _ მას უნდა მიუსაჯო იტალიურ ეზოში, სამოთახიანი ბინაში ცხოვრება, მისცე 1000-ლარიანი ხელფასი, კატა, ძაღლი და, ბაზრის გარდა, წასასვლელი არსად უნდა ჰქონდეს და ვნახოთ, როგორ იცხოვრებს გამწარებული ხალხის გვერდით. ციხე მაგისთვის მადლია, ასე უნდა დატანჯო!
ახლა ხელის განძრევაა საჭირო, ღმერთი ყოველთვის გვეუბნება, ხელი გაანძრიე და დაგეხმარებიო. დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, სხვა არჩევენი, უბრალოდ, გამანადგურებელი იქნება, რაც მოსახდენია, მაინც მოხდება. ამიტომ, ახლა უკანდახევა ღალატის ტოლფასია!”

მაკა დეკანოსიძე, "ქართული სიტყვა"


http://www.for.ge

1
118
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
118
  
2012, 4 სექტემბერი, 0:42
ნეტა ვის არ უნდა მოწონდეს ეს ადამიანი, საოცარი პიროვნება და მსახიობია
0 1 1