x
image
intermedia.ge
Mediator image
8-10 მაისს დისტანციური ჰაკათონი - ტექნოლოგიები სასკოლო განათლებაში გაიმართება
image


8-იდან 10 მა­ი­სამ­დე პლატ­ფორ­მა „კა­ი­კო­ნას“ ორ­გა­ნი­ზე­ბით, დის­ტან­ცი­უ­რი ჰა­კა­თო­ნი გა­ი­მარ­თე­ბა.


ღო­ნის­ძი­ე­ბა გუ­ლის­ხმობს და­მა­ტე­ბი­თი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი დამ­ხმა­რე სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შექ­მნას სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის VII - XII კლა­სის ჩათ­ვლით, რაც მათ ხელს შე­უ­წყობს, რომ სას­კო­ლო მა­სა­ლის ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცია, ათ­ვი­სე­ბა და გა­აზ­რე­ბა უფრო მარ­ტი­ვი და ინო­ვა­ცი­უ­რი გახ­დეს.


ჰა­კა­თონ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს შე­უძ­ლია. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ იდე­ის ფორ­მი­რე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თონ სხვა­დას­ხვა საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბიც.



პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით „კა­ი­კო­ნას“ თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბელს, ხა­თუ­ნა გო­გუ­ა­ძეს ვე­სა­უბ­რეთ:


"კა­ი­კო­ნა" არის პი­როვ­ნუ­ლი და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლის ჰო­ლის­ტუ­რი მიდ­გო­მით იყე­ნებს მეც­ნი­ე­რე­ბა­სა და პრაქ­ტი­კა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ ცოდ­ნას ინ­დი­ვი­დი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის. "კა­ი­კო­ნა" ეხ­მა­რე­ბა ბავ­შვებს, მშობ­ლებს, მას­წავ­ლებ­ლებს, ლი­დე­რებს, სკო­ლებ­სა და სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფებს სიღ­რმი­სე­უ­ლად და თა­ნაგ­რძნო­ბით, ახ­ლე­ბუ­რად შე­ხე­დონ სა­კუ­თარ თავს, სხვას, ერ­თმა­ნეთს და მთლი­ა­ნად სამ­ყა­როს.


რო­გორ გაჩ­ნდა პრო­ექ­ტის იდეა და რას არის ჰა­კა­თო­ნის მი­ზა­ნი?


მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბულ­მა პან­დე­მი­ამ კი­დევ ერთხელ დაგ­ვა­ნა­ხა, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­ნათ­ლე­ბის გა­ციფ­რუ­ლე­ბა. ქარ­თულ ენა­ზე სულ რამ­დე­ნი­მე დამ­ხმა­რე სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­ი­ტი, აპ­ლი­კა­ცია და ვი­დეო არ­სე­ბობს, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სას­კო­ლო მა­სა­ლის ათ­ვი­სე­ბის პრო­ცეს­ში. ამი­ტომ „კა­ი­კო­ნას“ ინი­ცი­ა­ტი­ვით და პარტნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რით, რო­გო­რი­ცაა „ტექ­ნო პარ­კი“, „ სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი“, „ბიზ­ნეს აქ­სე­ლე­რა­ტო­რი სპარ­კი“, „Educare Georgia“ და ვი­დე­ო­პორ­ტა­ლი palitravideo.ge . 8-იდან 10 მა­ი­სამ­დე ჩა­ტარ­დე­ბა დის­ტან­ცი­უ­რი ჰა­კა­თო­ნი.


ჰა­კა­თო­ნი გუ­ლის­ხმობს სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა­ში და­მა­ტე­ბი­თი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი დამ­ხმა­რე სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შექ­მნას სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის მეშ­ვი­დე­დან - მე­თორ­მე­ტე კლა­სის ჩათ­ვლით. ვფიქ­რობთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ თე­მა­ზე და­ი­წყოს ფიქ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, რად­გან ეს არის სფე­რო, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად სა­ჭი­რო­ებს გან­ვით­რე­ბას.


რო­გორ ხდე­ბა ჰა­კა­თონ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და რო­დემ­დეა შე­საძ­ლე­ბე­ლი რე­გის­ტრა­ცია?


რე­გის­ტრა­ცია ხორ­ცი­ელ­დე­ბა ონ­ლა­ინ. სა­რე­გის­ტრა­ციო ფორ­მა გან­თავ­სე­ბუ­ლია ჩვენს facebook გვერ­დზე.


სა­რე­გის­ტრა­ციო ფორ­მა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfg-Iqo25qtIRvuiDrXbHw0iiz6s430C9zAS9dz5lOVx3YEQQ/viewform


მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია, რო­გორც მოს­წავ­ლე­ებს, ასე­ვე მას­წავ­ლებ­ლებს, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნის, გა­ნათ­ლე­ბის, ფსი­ქო­ლო­გი­ის, ანი­მა­ცი­ის, პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯმენ­ტის და სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს. მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა იქ­ნე­ბა 40.


რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს პრო­ცე­სი?


72 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ებ­მა უნდა მო­ი­ფიქ­რონ და შექ­მნან ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გა­და­წყვე­ტა: ვი­დეო, ანი­მა­ცია, სა­ი­ტი, ონ­ლა­ინ თა­მა­ში, აპ­ლი­კა­ცია ან პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა ქარ­თვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის და ინ­ტეგ­რირ­დე­ბა სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი იდე­ის შერ­ჩე­ვის ერთი-ერთი კომ­პო­ნენ­ტი იქ­ნე­ბა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­დო­ბა, რომ შექ­მნი­ლი პრო­დუქ­ტი იმპლე­მენ­ტირ­დეს სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა­ში.


ჰა­კა­თონ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უფა­სოა.


https://www.facebook.com/events/2631163810314645/


https://docs.google.com/forms/d/1-CvKPRjvvujCbwn3H4cXsbXOVubAz-8kq01Lye4vBPk/viewform?edit_requested=true



0
8
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0